ამიერიდან, Google თქვენს პაროლებსა და საბანკო ბარათის მონაცემებს სინქრონიზაციის გარეშე შეგანახინებთ
დაახლოებით, 1 წლის წინ, კომპანია Google-მა განაახლა მისი ინტერნეტ ბრაუზერი Google Chrome, სადაც სინქრონიზაცია გამორთულ ბრაუზერზე შეგეძლოთ შეგეყვანათ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები და დაგემახსოვრებინათ. ამ სახით, ბარათი მხოლოდ მოცემულ კომპიუტერზე შეინახებოდა. ახლა კი, Google-მა უფრო მარტივი გახადა ყველაფერი, შეგიძლიათ მხოლოდ ბარათებს გამოურთოთ სინქრონიზაცია და ისე გამოიყენოთ თქვენს ბრაუზერში. მთავარია, თქვენს Google Account-ში იყოთ შესული. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მალე Chrome-ს ანდროიდ ვერსიებზე შეგეძლებათ Google ანგარიშში შეხვიდეთ და მონიშნოთ მისი არ დამახსოვრება ტელეფონში (მაგალითად თუ მეგობრის ტელეფონს იყენებთ).
თუ ანგარიშში შეხვალთ, თქვენ სრული, სწრაფი წვდომა გექნებათ დამახსოვრებულ ბარათებზე. ბარათის წარმატებით გამოსაყენებლად მოგწევთ მხოლოდ CVC კოდის (ბარათის უსაფრთხოების კოდი, რომელიც მითითებულია საბანკო ბარათის უკანა მხარეს), ან უბრალოდ თითის ანაბეჭდით დადასტურება.
Google ასევე ამარტივებს პაროლის დამახსოვრების ფუნქციას. Chrome-ში შეგეძლებათ ავტომატურად შეავსოთ პაროლის ველები იმ საიტებზე, რომლებსაც ხშირად იყენებთ. ამ შემთხვევაში სინქრონიზაცია სულაც ჩართული რომ არ გქონდეთ, ბრაუზერი მაინც დაიმახსოვრებს თქვენს პაროლებს (შეინახება Google Account-ში და სხვა კომპიუტერზე ავტომატურად არ დასინქრონირდება), საქმის გასამარტივებლად. ეს ახალი ფუნქციები კი, რამდენიმე თვეში ამოქმედდება.
კომენტარები