ილონ მასკის აზრით, სილიკონ ველი აქტუალურობას კარგავს
ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი შეუერთდა ამერიკელთა იმ ნაწილს, რომლებმაც გააკეთეს "პანდემიური ნაბიჯი". ცხოვრების უმეტესი ნაწილის კალიფორნიაში გატარების შემდეგ, მასკი საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა.
Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ამბავი, The Wall Street Journal–ის საბჭოს ყოველწლიურ სამიტზე გაკეთებული ინტერვიუს დროს განაცხადა. მან თავისი გადადგმული ნაბიჯის მიზეზად, ოსტინის მახლობლად ახალი ტესლას ქარხნის მშენებლობა, აგრეთვე სამხრეთ ტეხასის სოფელ ბოკა ჩიკასთან დაგეგმილი SpaceX-ის საცდელი ფრენები დაასახელა.
მან ასევე გააკრიტიკა კალიფორნიის ეკონომიკური გარემო და ტეხასში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა. "თუ გუნდი ძალიან დიდხანს იმარჯვებს, ისინი თვითკმაყოფილები ხდებიან", — თქვა მასკმა. "კალიფორნია დიდი ხნის განმავლობაში იმარჯვებდა და ვფიქრობ, რომ ისინი თვითკმაყოფილები გახდნენ."
მასკი ამტკიცებს, რომ სილიკონ ველი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და გავლენიანი კომპანიები მოღვაწეობენ, აქტუალურობას კარგავს.
როგორც ჩანს, კალიფორნიის დატოვება მასკს გადაწყვეტილი ჰქონდა. 1 მაისს მან ტვიტი გამოაქვეყნა: "მე სახლი აღარ მეკუთვნის". მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მან კალიფორნიაში თავისი ოთხივე სახლი 62,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
ტეხასში მასკი მისი კომპანიების სხვადასხვა პროექტთან უფრო ახლოს ყოფნას შეძლებს. მასკი დაზოგავს დიდ თანხას საშემოსავლო გადასახადში, Lone Star State-ში გადასვლით. მილიარდერი გეგმავს 50 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გამომუშავებას აქციებით და მას კალიფორნიაში დარჩენის შემთხვევაში, მოგების გადასახადის სახით დიდი თანხის გადახდა მოუწევდა, შედარებით ტეხასთან სადაც მასკს არ დასჭირდება, პირადი საშემოსავლო გადასახადის გადახდა.
მასკმა ცოტა ხნის წინ გაუსწრო ბილ გეიტს და გახდა მსოფლიოს მეორე მდიდარი ადამიანი. მისი ქონება ახლა, დაახლოებით, 128 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდელი ქონებით ახლა მხოლოდ Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორს — ჯეფ ბეზოსს ჩამორჩება.
კომენტარები