Aptera-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი სამბორბლიანი ავტომობილი შექმნა
კომპანია Aptera ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტომანქანით ბრუნდება. მათი მტკიცებით, მანქანა დატენვას არ საჭიროებს. ახალ სამბორბლიან და ორადგილიან ავტომობილს მზის პანელის სპეციალური სახურავი აქვს, რომლის დახმარებითაც მას დღეში 72 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
”Aptera-ს ახალი ტექნოლოგიით თქვენ მოძრაობთ მზის ენერგიით. ჩვენი ჩაშენებული მზის პანელი თქვენს ბატარეას მუდმივად დატენის. ეს ტექნოლოგია ჩაშენებულია ყველა Aptera-ს ავტომობილში, ხოლო მზის სხივები წელიწადში 11 000 კილომეტრის დაფარვას უზრუნველყოფს", — განაცხადა Aptera-ს დამფუძნებელმა, კრის ენტონიმ.
გავრცელებული მასალის თანახმად, ავტომობილი საკმაოდ ლამაზი და მსუბუქი ჩანს. სიმსუბუქიდან გამომდინარე, ავტომობილს გადაზიდვის კოეფიციენტი 0,13 აქვს. (შედარებისთვის, Tesla-ს Model 3-ს გადაზიდვის კოეფიციენტი 0,23-ია). მას შეუძლია ნულიდან 96 კილომეტრ საათამდე სიჩქარე 5,5 წამში აკრიბოს.
Aptera-ს Paradigm და Paradigm Plus მოდელების წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. სავარაუდოა, რომ ავტომობილის ფასი 25 900 ამერიკული დოლარიდან, 46 000 ამერიკულ დოლარამდე იქნება. უკვე 2021 წლისთვის კი ავტომობილების მიწოდებაა დაგეგმილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები