Google News ფასიანი სტატიების უფასოდ წაკითხვის საშუალებას მოგცემთ
Google-მა ახალი ამბების გამომცემლობებთან მილიარდდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. News Showcase, რომელიც კომპანიის ახალი ამბების სერვისს ოქტომბერში დაემატა, ზოგი გამომცემლობის სხვაგვარად ფასიან სტატიებს უფასოდ აჩვენებს. ამ ინფორმაციას Google-ის ბლოგ ბლოგში ვკითხულობთ.
ეს ფუნქცია, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მაგალითად ბრაზილიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, არგენტინასა და კანადაში. აშშ-ში Google-ის ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი ამ დროისთვის არ არის.
თუ რომელი სტატიის წაკითხვას შეძლებენ News Showcase-ის მომხმარებლები უფასოდ, Google-ის პარტნიორი გამომცემლობები განსაზღვრავენ. კურირებული უფასო ახალი ამბები იუზერების For You კედელზე და Google-ის Newsstand-ზე გამოჩნდება.
News Showcase პირველად, Google News-ის ანდროიდის აპლიკაციაზე გამოჩნდა, ახლა კი iOS-ზეც ხელმისაწვდომია. ეს ფუნქცია მალე news.google.com-ს და Google Discover-საც დაემატება.
კომენტარები