კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბრიტანეთში მომდევნო კვირას დაიწყება
ბრიტანული რეგულატორის MHRA-ის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის ფართო გამოყენება COVID-19-ის წინააღმდეგ, შემდეგი კვირიდან შესაძლებელი იქნება.
ამგვარად, გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით ფართომასშტაბიანი იმუნიზაცია დაუშვა. გაერთიანებულმა სამეფომ 40 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისი იქნება.
პირველი 800 000 დოზა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებთათვის, მომდევნო დღეებში იქნება ხელმისაწვდომი. ამ ვაქცინის შემუშავებას საერთო ჯამში 10 თვე დაჭირდა, როცა ეს პროცესი ხანდახან რამდენიმე წელი გრძელდება ხოლმე.
ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა ტვიტერზე დაწერა, რომ "დახმარება გზაშია". NHS-ის აღმასრულებელმა, სერ საიმონ სტივენსმა განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა იქნება.
ვაქცინაციის ცენტრები და 50 საავადმყოფო იმუნიზაციის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში მალე დაიწყება, მოქალაქეებს პანდემიისას მიღებული პრევენციული ზომების დაცვა მაინც მოუწევთ.
ვაქცინას, პირველ რიგში, 50 წელს გადაცილებული ადამიანები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, ანუ მთავარი რისკჯგუფები მიღებენ.
კომენტარები