ქალი სტარტაპერებისთვის ვებინარების სერია იწყება
სილიკონ ველის წამყვანი აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC) ქალი მეწარმეებისთვის ვებინარების სერიას იწყებს სახელწოდებით - "ინოვაციური გადაწყვეტები სტარტაპების ზრდისთვის". ვებინარები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება, ახალი, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში იმართება და ქალი სტარტაპერების დახმარებას ისახავს მიზნად.
პირველი ვებინარი - "გლობალური ზრდის აზროვნების განვითარება თქვენი სტარტაპისთვის" 24 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც რეგისტრაცია ყველა დაინტერესებულ სტარტაპერს შეეძლება. ვებინარის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანია EndeavorVR-ის დამფუძნებელი, ემი პეკი, სერიული ანტრეპრენერი, ჯესი მუბერი და USMAC-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრის ბერი. ვებინარზე სტარტაპების განვითარების სტრატეგიებსა და მაგალითებს განიხილავენ.
ინიციატივა სახელწოდებით - "ქართველი ქალები ტექნოლოგიებში" (GWIT) ექვსთვიანი ონლაინ პროგრამაა, რომელსაც აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ახორციელებს და მიზანად ისახავს ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებასა და გლობალური ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს. პროგრამის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).
ვებინარების სერია ქალი მეწარმეებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის - "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვებინარზე დასასწრებად, მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3pNQOjB
კომენტარები