ჰაბლმა შავი ხვრელიდან მომავალი "ბნელი სხივები" დააფიქსირა
როდესაც მეცნიერბი დეტალურად დააკვირდნენ ჰაბლის მიერ გადაღებულ ზემასიური შავი ხვრელის გამოსახულებებს, აღმოაჩინეს ამ ობიექტიდან მომავალი ე.წ. "ბნელი სხივები".
ჰარვარდის და სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის (CfA) მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, თუ რა შეიძლება იწვევდეს შავი ხვრელიდან "ბნელი სხივების" გამოსხივებას, თუმცა, გასულ თვეში The Astrophysical Journal Letters-ში მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველაზე სარწმუნო მოსაზრება ისაა, რომ "ბნელი სხივები" წარმოადგენს კოსმოსური მტვრის ღრუბლებში გამავალ სინათლეს, რომლებიც ისევე კვეთენ მათ, როგორც მზის სხივები კვეთენ დედამიწის ატმოსფეროში არსებულ ღრუბლებს.
მეცნიერმა ჯუდი შმიტმა, გასულ წელს პირველმა შემაჩნია ეს უცნაური ფენომენი ჰაბლის სურათებში და მან Twitter-ზე გამოქვეყნა განცხადება კითხვით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ სურათებზე. სწორედ ამან მისცა ბიძგი შემდგომში ჰარვარდის კვლევას.
"სურათზე ბნელი სხივები თითქმის მაშინვე შევამჩნიე, როდესაც პირველი ფაილი გავხსენი Photoshop პროგრამით და მისი გაფართოვება დავიწყე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ იქ მართლაც ის დავინახე, რასაც ვვფიქრობდი", — ამბობს შმიტი ჰარვარდის პრეს რელიზში.
ახლა მთავარ შეკითხვას ის წარმოადგენს, თუ საიდან გაჩნდა ეს მტვრის ღრუბელი, რომელიც, მეცნიერების აზრით, არის თხელი, ტორის (გეომეტრიული ფიგურა, რომელიც დონატს მოგაგონებთ) ფორმის ფენა, რომელიც გარს აკრავს შავ ხვრელს — და რატომ ასხივებს მისგან სინათლე ყველა მიმართულებით.
"არ არის გამორიცხული, რომ ღრუბლის დეფორმაციის ადგილებში შეიქმნას საკმარისად დიდი ცარიელი ადგილები იმისათვის, რომ აქედან სინათლემ გამოაღწიოს და ტორის როტაციასთან ერთად, მისი სხივები ყველა მიმართულებით გავრცელდეს გალაქტიკაში, როგორც შუქურის სხივები ნისლში", — განაცხადა მთავარმა ავტორმა და ჰარვარდის მკვლევარმა პიტერ მაქსიმმა თავის რელიზში. "მეცნიერულად, იგი გვიჩვენებს რაღაცას, რისი პირდაპირ დანახვაც თითქმის შეუძლებელია", — ამბობს იგი.
კომენტარები