შემდეგი პოდკასტი: VR — "შემდეგი რეალობა" — პანდემიამდე და მის შემდეგ
ვირტუალური რეალობა უკვე ძალიან ბევრ სფეროში ინტეგრირდა. ის გამოიყენება როგორც კომპიუტერულ თამაშებში, ასევე მედიცინაში, განათლებაში, სამხედრო სფეროში, ტურიზმში, სამეცნიერო კვლევებსა თუ ბიზნესში.
აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი და კომპანია იყენებს. Facebook, Google, Microsoft — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტექნოლოგიური გიგანტებისა, რომლებიც ვირტუალური თუ გაფართოებული რეალობის კუთხით ბაზარზე დომინირებისთვის იბრძვიან.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების პირობებში, VR ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში ინტერგრირების ტემპის ზრდის მომსწრენი ვხდებით.
დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ და არამხოლოდ ამაზე — გავიგებთ რა არის ვირტუალური რეალობა, როგორ იყენებენ კომპანიები თუ მომხმარებლები მას, როგორია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის წარსული და რას უნდა ველოდოთ მომავალში. როგორი იქნება "შემდეგი რეალობა"?
ამ საკითხებზე ქართული VR სტარტაპის — VRex Immersive-ის დამფუძნებელთან და CEO-სთან — ნიკოლოზ გოგოჭურთან ერთად ვისაუბრებთ.
კომენტარები