Moderna-ს CEO-ს თქმით, კორონავირუსის ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება
Moderna-სგან კორონავირუსის ერთი ვაქცინის შეძენა მთავრობებს 25-დან 37 დოლარამდე დაუჯდებათ და ეს შეკვეთის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი — სტეფან ბანსელი WamS-თან აცხადებს.
"ჩვენი ვაქცინა, დაახლოებით, იმდენივე ღირს, რამდენიც გრიპის ვაქცინა, რომლის ფასიც 10-დან 50 დოლარამდე მერყეობს", -— ამბობს სტეფან ბანსელი.
ორშაბათს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ევროკომიასიასთან განაცხადა, რომ მოდერნასთან შეთანხმებას მიაღწია და მილიონობით დოზის შეკვეთის შემთხვევაში, თითოეულის შეძენას 25 დოლარად შეძლებდნენ.
"შეთანხმება ბოლომდე არაა მისული, თუმცა ახლოს ვართ ევროკომისიასთან თანამშრომლობასთან. ჩვენ გვინდა ევროპა მოვამარაგოთ ვაქცინებით და ამისთვის კონსტრუქციული საუბრები მიმდინარეობს", — ამბობს ბენსელი და დასძენს, რომ "დღეებია დარჩენილი", სანამ შესაბამისი კონტრაქტი იქნება მზად.
შეგახსენებთ, რომ Moderna-ს ადრეული კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიის ვაქცინა 94.5% შემთხვევაში ახერხებს პაციენტის ვირუსისგან დაცვას. Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინის შემდეგ (კვლევის საბოლოო შედეგით, ეფექტიანობა 95%), Moderna მეორე პოტენციური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსისგან დაცვა შეძლებს.
კომენტარები