დიპლომი, მანქანა, ორი ენის ცოდნა — ძიძის ვაკანსია აბსურდული მოთხოვნებით
ფოტო: funnyplox / YouTube
ოდესმე თუ გიცდიათ სამსახურის მოძებნა, ალბათ, რამდენიმე ვაკანსია მაინც გინახავთ სრულიად აბსურდული მოთხოვნებითა და უამრავი კრიტერიუმით, რომელსაც ბოლოს ძალიან დაბალი ხელფასი მოსდევს. ჰო, ეს ყველას გამოგვიცდია.
რამდენიმე დღის წინ Reddit-ზე მომხმარებელმა გააზიარა ვაკანსია, რომელსაც სადღაც წააწყდა. ვაკანსიის ავტორი ეძებდა ძიძას თავისი ორი შვილისთვის, 8 და 13 წლის; ვაკანსიის მოთხოვნების მიხედვით, ძიძას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი, ჰყავდეს საკუთარი მანქანა და ჰქონდეს მართვის მოწმობა, კარგად გამოსდიოდეს ცხოველებთან ურთიერთობა, იცოდეს ორი ენა, უნდოდეს მოგზაურობა, შეეძლოს საჭმლის კეთება, იცოდეს Microsoft Word და ბავშვებს დაეხმაროს საშინაო დავალების დაწერაში თუ დაეხმაროს სხვადასხვა საგნის სწავლაში, იაროს მაღაზიებში სურსათისთვის თუ ოჯახის წევრების პირადი შოპინგ-ლისტისთვის და მოუაროს სახლს. ჰო, ამასთანავე, ჰქონდეს 2-წლიანი გამოცდილება და იყოს 25-იდან 30 წლამდე, ანაზღაურება კი — საათში $13.
აი, თავად იხილეთ ვაკანსიის სრული აღწერა:
ძიძა აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სახლის საქმეებს. უმეტესწილად მუშაობის დრო იქნება ორშაბათი-პარასკევი დილის 11-იდან საღამოს 7-მდე. მიუხედავად ამისა, ზაფხულში მთელი დღითაა მუშაობა საჭირო, დილის 9-იდან ღამის 6-მდე. ასევე მთელი დღე იქნება საჭირო, როცა ბავშვებს არდადეგები ექნებათ ან ავადმყოფობის გამო სკოლას გააცდენენ. ვინმე ისეთი გვჭირდება, ვინც მუშაობის განრიგს მოქნილად მიუდგება, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ძიძა დაეხმარება ორი შვილის დედას, 8 წლის და 13 წლის.
პოსტის მნიშვნელოვანი ნაწილია მანქანის ტარება და კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მანქანა. აუცილებელია, მას არ ჰქონდეს დარღვევების ისტორია ტარებისას და დიდ ქალაქში მანქანის ტარებაში გამოცდილი იყოს. საჭიროა სახლის, ბავშვებისა და საქმეების ორგანიზებაში დახმარება. აუცილებლად უნდა შეეძლოს ცხოველებთან ურთიერთობა. აგრეთვე აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, რადგან ბავშვებს საშინაო დავალებაში დახმარება დასჭირდებათ.
პასუხისმგებლობები:
- ბავშვების მომზადება სკოლისთვის და/ან სხვა აქტივობებისთვის
- ბავშვებისთვის საჭმლის გაკეთება
- ბავშვების მანქანით მიყვანა სკოლაში, თამაშებზე, შეხვედრებზე და ა.შ.
- სახლში სარეცხის გარეცხვა და სხვა სახლის საქმეები/დალაგება
- ბავშვების მომზადება სკოლის საგნებში
- ცხოველების მოვლა
- ოჯახის სასურსათო ან პირადი საყიდლების შესრულება
- სხვა საქმეები (ბანკი, აფთიაქი და სხვ.)
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- სახლის საქმეებისა და საჭმლის კეთების ცოდნა
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის სურვილი
- იმის უნარი, იყო თავაზიანი, თანამგრძნობი, მოქნილი და გქონდეს ტმკიცე ეთიკა
- დროის მართვის კარგი უნარ-ჩვევები
- კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი
- იმის უნარი, რომ მიხვდე სხვების რეაქციებს, საჭიროებებს და ინდივიდუალურ პრეფერენციებს
- შრომისმოყვარე
განათლება და გამოცდილება:
- ბაკალავრის ხარისხი ან იდენტური ხარისხის მქონე სხვა საბუთი
- აუცილებლად უნდა იყოს 25-იდან 30 წლამდე
- უნდა ჰქონდეს ოჯახში დამხმარის ან თანამცხოვრები ძიძის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- ორი ენის ცოდნა (ესპანურის ან პორტუგალიურის) პლუსია
- უნდა შეეძლოს კარგი რეკომენდაციების წარმოდგენა
- სასურველია, დაკავებული იყოს ხელოვნებით ან სპორტით
- უნდა ჰქონდეს მანქანა
- მართვის მოწმობა
- სანდო და პასუხისმგებლიანი
- იცოდეს Microsoft Office
განრიგი:
- დღის სმენა
- არდადეგები
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- გამოძახებისას
- უქმეებზე
სამსახურის ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საათში $13
განათლება: ბაკალავრის ხარისხი (აუცილებელია)
გამოცდილება: ძიძად ყოფნის 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია)
ენები: პორტუგალიური (სასურველია), ესპანური (სასურველია)
მოგზაურობის სურვილი: 75% (აუცილებელია)
ბავშვების რაოდენობა: 2
Reddit-ზე ბევრისთვის ეს ვაკანსია ყოვლად გაუგონარი და შეურაცხმყოფელი იყო. ორ დღეში პოსტმა 40 ათას მოწონებაზე და 2 ათას კომენტარზე მეტი დააგროვა.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები