Xiaomi -ის სმარტფონებზე მალე ახალი ტიპის კამერას ვიხილავთ
Xiaomi სმარტფონის კამერებზე ექსპერიმენტების ჩატარებას განაგრძობს. მათ წლის დასაწყისში შიდა სელფის კამერა წარმოადგინეს. ისინი ასევე პირველები იყვნენ, რომლებმაც 108 მეგაპიქსელიანი სენსორი გახადეს ხელმისაწვდომი. მათ ფლაგმანს - Mi Mix 3- ს ასევე აქვს ლიფტიანი ეკრანი, რომლის მოძრაობის შემთხვევაში პანელის უკან სენსორის დანახვაა შესაძლებელი. ამჯერად, კომპანია ცდილობს კამერის ტექნოლოგია სმარტფონში მოათავსოს. Xiaomi-მ 10 ნოემბერს Twitter-ზე გამოაქვეყნა ორი პოსტი, რომელთაგან ერთი ეხება 120 მმ-ის ექვივალენტის ფართო დიაფრაგმის ლინზას, მეორე კი 50 მმ ექვივალენტის ტელემაკროს.
Twitter-ზე განთავსებულ ვიდეოში, Xiaomi-მ წარმოადგინა ტელეფონი, რომელსაც უკანა მხარეს დამაგრებული აქვს ლინზებიანი კამერა. იხილეთ ვიდეო:
კომპანიამ განაცხადა, რომ ასეთი პროდუქტის შექმნისას მათი შთაგონების წყარო ტრადიციული კამერა იყო. მათი ნაწარმი კი აღნიშნულისგან განსხვავდება ობიექტივის უფრო დიდი დიამეტრით და გაუმჯობესებული სტაბილიზატორით, რაც უკეთესი ხარისხის სურათების გადაღებას უზრუნველყოფს დაბალი განათების პირობებშიც კი. კომპანიას ლინზის სხვა დეტალებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
მეორე პოსტიდან ვხედავთ, თუ როგორ მუშაობს ტელემაკრო ლინზა - მისი საშუალებით ობიექტის მოახლოების შემთხვევაშიც შესაძლებელია მკვეთრი, ნათელი ფოტოების გადაღება. ტელემაკრო არის ორი ერთში - ტელეფონის კამერისა და მაკროლინზის გაერთიანება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მოახლოება და ფოკუსის გასწორება მაშინ, როდესაც მზად ვართ ფოტოს გადასაღებად.
Xiaomi-ს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, თუ როდის ვიხილავთ ახალ კამერას მათ სმარტფონებზე, თუმცა კომპანიის ისტორიიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, რომ იგი უახლოეს მომავალში ვიხილოთ.
კომენტარები