WWW-ის შემქმნელი ინტერნეტისგან ჩვენ დაცვას ცდილობს — სტარტაპი Inrupt
თუკი პირადი მონაცემების დაცვა გსურთ, სტარტაპი სახელად Inrupt ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ. კომპანიის იდეა შემდეგია: მოათავსე საკუთარი პირადი ინფორმაცია განცალკევებულად და გააზიარე მხოლოდ ის, რაც კონკრეტული მომსახურების მიღებისასაა საჭირო.
Inrupt მონაცემთა შეგროვების ამ მეთოდს pod-ს უწოდებს და ის კომპანიის ტექნოლოგია Solid-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. Solid მონაცემების კატეგორიზებისა და მოწესრიგებისთვისაა შექმნილი და მისი დახმარებით, ერთ აპლიკაციაში შეძლებთ თავი მოუყაროთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, მაგალითად, თქვენს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და გააზიაროთ ისინი მხოლოდ მაშინ, როცა ექიმი გთხოვთ ამას.
Inrupt-ის იდეა ტიმ ბერნერს-ლის ეკუთვნის, რომელმაც World Wide Web, იგივე WWW შექმნა. ის კომპიუტერული მეცნიერია, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემა, ანუ ის სისტემა, რომელსაც დღეს ჩვენ ვებგვერდების სახით ვიყენებთ, ხოლო მისმა ახალმა სტარტაპმა — Inrupt სკაუთარი სერვისი BBC-სთან, NatWest Bank-თან და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სერვისთან უკვე გამოსცადა.
"ის ტექნოლოგიები, რომლებსაც დღეს ვუშვებთ, ინტერნეტისთვის ძალიან საჭიროა. რა თქმა უნდა, ნდობისა და კოოპერაციის ეს ახალი გზა ბიზნესის კეთების ახალ მოდელებამდე მიგვიყვანს, ისეთამდე, როგორიც მომხმარებელსაც აწყობს", — განაცხადა ტიმ ბერნერს-ლიმ.
წარმატების შემთხვევაში, თუკი Inrupt-ის მოხმარებას მასობრივად დაიწყებენ, იგი, შესაძლოა, ინტერნეტისთვის გარდამტეხ მოვლენად იქცეს.
Inrupt-ის შექმნის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ტექ. ინდუსტრიაში პირადი მონაცემების დაცვა საკმაოდ დიდ გამოწვევად იქცა.
კომენტარები