ახალი კვლევა: წარსულში მზის სისტემიდან ერთი პლანეტა გაუჩინარდა
მკვლევრები ამბობენ, რომ ყინულის მესამე გიგანტი ურანსა და ნეპტუნს შორის ორბიტირებდა მზის გარშემო და ჩვენი სისტემიდან გაქრა.
ქარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები ფირქობენ, რომ ნეპტუნსა და ურანს შორის მოძრავი პლანეტა განვითარების ადრეულ ეტაპზევე გავიდა ჩვენი მზის სისტემიდან. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ერთ დროს მზე გარშმეორტყმული იყო მტვრისა და აირების დისკით. უამრავი შეჯახების შედეგად დაიწყო პლანეტების ფორმირება, რომლებმაც გარკვეულწილად ახლო მანძილებზე დაიწყეს მზის გარშემო მოძრაობა.
უფრო მასიურ პლანეტებს შორის დაიწყო გრავიტაციული ურთიერთქმედება, რამაც მათი ამჟამინდელი განლაგება განაპირობა.
იმის ნათლად დასანახად, თუ როგორი სახე ჰქონდა მზის სისტემას პლანეტების ფორმირების საწყის ეტაპებზე, მეცნიერთა გუნდმა 6,000-მდე კომპიუტერული სიმულაცია შექმნა.
"ჩვენ უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ათასობით პლანეტარული სისტემაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მზის სისტემაში პლანეტების წყობა საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მოდელს, რათა აღვადგინოთ მათი ფორმირების პროცესი და გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია პლანეტების ასეთი წესით განლაგება მზის სისტემაში", ამბობს ჟურნალ Icarus-ში სიმულაციების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორი, მეტ კლემენტი ქარნეგის უნივერსიტეტიდან.
ეს დაახლოებით პოსტფაქტუმ მანქანის შეჯახების მიზეზის დადგენას გავს - რამდენად სწრაფად მიდიოდნენ მანქანები, რომელი მიმართულებით, და ა.შ." დაამატა მან.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემის ორი ყველაზე შორეული ყინულის გიგანტის, ურანისა და ნეპტუნის განლაგებაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა როგორც კოიპერის სარტყელმა(ჯუჯა პლანეტებისა და პლანეტოიდებისგან შემდგარი სარტყელი, რომელიც მზის სისტემას აკრავს გარს), ასევე "განდევნილმა" ყინულის გიგანტმა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ დატოვა მზის სისტემა, როდესაც განვითარების ადრეულ სტადიაზე იყო.
"ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს მზის სისტემა ცოტა უცნაურად გამოიყურება, იგი ყოველთვის ასეთი არ იყო. მეტიც, ახლა, როდესაც ამ მოდელის ეფექტურობა დადგინდა, შეგვიძლია იგი გამოვიყენოთ ისეთი მყარი პლანეტების ფორმირების ისტორიის შესასწავლად, როგორიც ჩვენი დედამიწაა. იგი ასევე, დაგვეხმარება ისეთი პლანეტარული სისტემების მოძიებაში, სადაც შესაძლოა სიცოცხლე იყოს.
კომენტარები