ტრამპი რუსეთთან კავშირზე: ამის დამადასტურებელი არასოდეს გამოქვეყნებულა
ფოტო: Don Emmert, AFP/Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წლის ივლისის შემდეგ, პირველად უპასუხა ჟურნალისტებს. ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის მისაღებში გამართულ პრესკონფერენციას 250-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.
შეკითხვების დიდი ნაწილი იმ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა, რომლის თანახმად, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ფლობენ ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი აღნიშნულს "სიყალბეს" უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა:
"წავიკითხე რაც გამოქვეყნდა და ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინოა. ეს ყალბი ამბავია, ავადმყოფებმა იაფფასიანი მასალა ერთად მოაგროვეს".
მისივე თქმით, ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტები არასოდეს დაწერილა და არასოდეს გამოქვეყნებულა.
35-გვერდიანი ბრალდებების სია Buzzfeed-მა გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით CNN-მა გააშუქა.
ტრამპმა Buzzfeed-ს "ნაგვის გროვა" უწოდა, CNN-ს კი ბრალი დასდო, რომ "გროვას კიდევ უფრო ზრდის ზომაში".
დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნლისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა და მას უთხრა რომ მისი მედია ორგანიზაცია "ყალბ ამბებს" წერს.
მოგვიანებით, BBC-ის ჟურნალისტის წარდგენისას, ტრამპმა მას "მეორე საოცრება" უწოდა და მის კითხვას ძალიან მოკლედ უპასუხა.
გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ფლობენ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით.
CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს მიაწოდეს. ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა, CNN რამდენიმე მნიშვნელოვან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელთა შორის არიან როგორც კონგრესის, ისე უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსნები. ტელეარხის ცნობით, ობამასა და ტრამპს შეხვდნენ CIA-ის, FBI-ის, NSA-სა და ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებმაც შეხვედრაზე წარმოადგინეს 35-გვერდიანი საიდუმლო ანგარიშის ორგვერდიანი მიმოხილვა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები