Neighborhoods — ფეისბუქი მეზობლებისთვის ახალ ფუნქციას ტესტავს
ფეისბუქი ახალ, ადგილმდებარეობაზე მორგებულ ფუნქციას ტესტავს, რომლის დახმარებითაც გაიგებთ რა ხდება თქვენ მეზობლად. ამის შესახებ გამოცემა TechCrunch წერს. "ახალი ფუნქციის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ გამოაქვეყნოთ პოსტები, რომლებსაც მხოლოდ მეზობლად, ან თქვენს უბანში მცხოვრები ადამიანები ნახავენ", — ნათქვამია სტატიაში.
ფუნქციის სრულფასოვანი გამოყენებისთვის მომხმარებელს სოციალურ ქსელში საკუთარი ლოკაციის გაზიარება მოუწევს. ამ გზით, ფეისბუქი დააგენერირებს სპეციალურ გვერდს, რომელიც მხოლოდ სამეზობლოსთვის იქნება გათვლილი. პოსტების სანახავად კი მეზობლების მეგობრებში დამატებაც კი არ იქნება საჭირო.
"მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ფეისბუქს ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად. ამ პროცესის გასამარტივებლად ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Neighborhoods. ეს იქნება სივრცე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეზობლებისთვის ხმის მიწვდენა სურთ", — აღნიშნავს ფეისბუქის პრეს-მდივანი.
ამჟამად, ფუნქცია მხოლოდ კანადის ქალაქ კალგარში იტესტება. ხოლო ტესტირების დასრულებისთანავე, ფუნქცია დანარჩენი მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები