FB მესენჯერი განახლდა — ამიერიდან, რეაქციად ნებისმიერ ემოჯის გამოიყენებთ
ფეისბუქმა საკუთარი მესენჯერის ლოგოს გარდაქმნა გადაწყვიტა და მორიგ განახლებაში, ამ ცვლილებასთან ერთად, მომხმარებლებს ახალ ფუნქციებსაც სთავაზობს. კომპანიამ ჩატის ახალი გაფორმებები დაამატა და მესენჯერმა, ინსტაგრამთან გაერთიანების გზაზე, ახალი სელფი სტიკერების, ე.წ vanish რეჟიმისა და შეტყობინებებზე სხვადასხვა რეაქციის გამოყენების მხარდაჭერა მიიღო. შესაბამისად, ამიერიდან პირადი შეტყობინებების "დარეაქთებას" ნებისმიერი მესენჯერში არსებული ემოჯის გამოყენებით შეძლებთ.
ახალი ლოგო ინსტაგრამისა და მესენჯერის გაერთიანების გამოძახილია და ამიერიდან, მესენჯერის ლოგო ლურჯისა და ვარდისფერის გრადაციით არის წარმოდგენილი.
ინსტაგრამისა და ფეისბუქის მესენჯერის გაერთიანებას, თავდაპირველად, ჩრილოეთ ამერიკაში მცხოვრები მომხმარებლები გამოცდიან. გლობალურ ხელმისაწვომობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია. თუმცა ვიცით, რომ შეტყობინებებზე რეაქციისთვის სხვადასხვა ემოჯის გამოყენება საქართველოში უკვე შეგვიძლია.
კომენტარები