აშშ-ის არმია და პენტაგონი ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ინოვაციებს ხშირად ქმნიან. ახალგანვითარებული ტექნოლოგიები ისევე, როგორც მათი პოტენციური გამოყენება, ერთი შეხედვით, უცნაურია ხოლმე. ახლაც, აშშ-ის არმია გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებს ძაღლებისთვის ქმნის.

კვლევას Small Business Inoovation Research აფინანსებს. გაფართოებული რეალობის სათვალეების მიზანი ძაღლებისთვის კონკრეტული ბრძანებების მიცემაა, რაც ცხოველებს ადამიანების დაცვაში დაეხმარებათ.

პირველი პროტოტიპი კამერით და სათვალეებით არის აღჭურვილი, რომელიც ძაღლის თვალებს ერგება და ვიზუალურ მინიშნებებს აძლევს.

"კვლევის მონაწილე, მეტწილად, ჩემი როტვეილერი მატერია", — ამბობს Command Sight-ის დამფუძნებელი ეიჯეი პეპერი. ჯერჯერობით, სათვალეები უსადენო არ არის, ამიტომ პატრონს ძაღლის ტარება საბელით უწევს.

"ახალი ტექნოლოგია სამხედრო ძაღლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში გვეხმარება".

დროთა განმავლობაში, ეს ტექნოლოგია, სავარაუდოდ, დაიხვეწება, რაც სამხედროებს ძაღლებთან უსადენო კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.