მარველის The Falcon and Winter Soldier პრაღაში გადაღებებს აახლებს
ფოტო: D23
მარველის The Falcon and The Winter Soldier-ის მსახიობები და გადამღები ჯგუფი გადაღებების გასაახლებლად პრაღაში დაბრუნდა.
როდესაც Marvel Studios-მა დააანონსა, რომ ენტონი მაკი და სებასტიან სტანი The Falcon and The Winter Soldier-ის წამყვან როლებს მოირგებდნენ, ეს სერიალი Marvel Cinematic Universe-ის პირველი Disney+ შოუ უნდა ყოფილიყო. გადაღებები 2019 წელს დაიწყო და მათი 2020 წლის გაზაფხულზე დასრულება იგეგმებოდა, პრემიერა კი იმავე წლის აგვისტოში უნდა შემდგარიყო. მიუხედავად ამისა, ყოველივე ეს კორონავირუსის პანდემიის გამო შეიცვალა.
მას შემდეგ, რაც COVID-19 დიდ საფრთხედ იქცა, მარველმა The Falcon and The Winter Soldier-ის პროდიუსირება მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა. ეს მაშინ გადაწყდა, როცა, როგორც ცნობილია, გადაღებების რამდენიმე დღე ან კვირა იყო დარჩენილი. მართალია, პროდიუსირების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, წარიმართა, გადაღებები მალევე შეწყდა მას შემდეგ, რაც The Falcon and The Winter Soldier-მა პრაღაში გადაინაცვლა. ექვსი თვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, ფილმზე მუშაობა ატლანტაში განახლდა, მაგრამ ისინი, ვინც ფილმზე მუშაობის განრიგი იცოდნენ, მოუთმენლად ელოდნენ, როდის გადმოინაცვლებდა სერიალი პრაღაში.
ახლა დადასტურდა, რომ The Falcon and The Winter Soldier პრაღაში დაბრუნდა. კასკადიორმა ვანესა კეიტერმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის MCU-ს Disney Plus-ის შოუს გუნდის ნაწილია, თავის Instagram-ის სთორიში რამდენიმე ფოტო და ვიდეო გააზიარა (via MsLizzieHill), რომლებშიც ის და კასკადიორთა დანარჩენი გუნდი თვითმფრინავში ადიან, შემდეგ კი პრაღაში სეირნობენ. მან კასკადიორთა გუნდის რამდენიმე წევრი მონიშნა, მათ შორის ჯონ ნანია და ჯასტინ იტონი, რომლებიც ბაკი ბარნსისა და აშშ-ის აგენტის კასკადიორები არიან, შესაბამისად.
"წინა დღეს სტატია წავიკითხე, თითქოს 'ჭორი ვრცელდებოდა', რომ ისინი პრაღაში იყვნენ... ეს ჭორი არ არის. Falcon and Winter Soldier-ის მსახიობები და გადამღები ჯგუფი მართლაც დაბრუნდნენ პრაღაში"
როდესაც The Falcon and The Winter Soldier-მა თავდაპირველად გადაინაცვლა პრაღაში, იყო მოლოდინი, რომ ეს გადაღებების ბოლო ლოკაცია აღმოჩნდებოდა. მას შემდეგ შოუს გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ სარწმუნოა ის ფაქტი, რომ პრაღა ბოლო დანიშნულებაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ფილმზე მუშაობა პრაღაში, თუმცა MsLizzieHill-მა აქამდე უკვე თქვა, რომ გადაღებების პრაღის ნაწილი ადრეულ ოქტომბერში დაიწყებოდა და ნოემბერში გაგრძელდებოდა.
როგორც ჩანს, მარველი, როგორც იქნა, The Falcon and The Winter Soldier-ის დასრულებას აპირებს. ცოტა ხნის წინ ემილი ვანკემპმა (MCU-ში აგენტი შერონ კარტერის როლის შემსრულებელმა) დაადასტურა, რომ მან სერიალში გადაღებები დაასრულა და, როგორც ჩანს, ეს შოუს ატლანტაში მუშაობის დასასრულს დაემთხვა.
მანამ, სანამ The Falcon and The Winter Soldier პრაღაში გადაღებების გაგრძელებას უსაფრთხოდ მოახერხებს, მისი პრემიერა უფრო და უფრო მოახლოვდება. დისნეიმ უკვე დაადასტურა, რომ შოუ Disney Plus-ზე 2021 წლამდე არ გამოვა, თუმცა ჯერჯერობით პრემიერის კონკრეტული თარიღი არ გამოცხადებულა.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები