რევაზ კოპალაძე: კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა გააუარესებს საინვესტიციო გარემოს
ფოტო: კავკასუს ონლაინი
კავკასუს ონლაინი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დროებითი მმართველის შეყვანა გამოიწვევს დიდ საერთაშორისო ზეწოლას და გააუარესებს საინვესტიციო გარემოს.
კავკასუს ონლაინის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია 2019 წელს NEQSOL ჰოლდინგის მიერ კავკასუს ონლაინის მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შესყიდვას და მასში $61 მილიონი აშშ დოლარის გადახდას მოჰყვა.
"კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც კავკასუს ონლაინისთვის მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.
კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ კავკასუს ონლაინსა და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ დავას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, კავკასუს ონლაინისთვის შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო", — აცხადებენ კომპანიაშია.
კავკასუს ონლაინი კომპანიის გენერალური დირექტორის, რევაზ კოპალაძის ინტერვიუს ავრცელებს:
— ბატონო რევაზ, კავკასუს ონლაინის საქმე და პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ისეთი გავლენიანი დიპლომატები, როგორიცაა მეთიუ ბრაიზა და კურტ ვოლკერი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ბიზნესზე. დაეტყო თუ არა ბიზნესს ის ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ ჯარიმების, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების სახით განხორციელდა?
— ბიზნესის მთავარი მტერია განუსაზღვრელობა, იმის არ ცოდნა, რა მოხდება ხვალ. მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია, თითქმის ერთი წელი, აპირებდა ავტორიზაციის შეჩერებას კომპანიისთვის, შემდეგ კანონის ახალი რედაქციის პირობებში, რომელიც მხოლოდ კავკასუს ონლაინზეა მორგებული, უკვე კომპანია სპეციალური მმართველის დანიშვნის რისკის წინაშეც დგას.
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი და არც მეორე ჯერ არ განხორციელებულა, კომპანიამ მიიღო უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. შეგახსენებთ, რომ კავკასუს ონლაინი ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელია საქართველოში და რეგიონში, რომლის მყიდველებიც სხვადასხვა ქვეყანაში საცალო ბაზარზე ემსახურებიან ათეულობით მილიონ მომხმარებელს. ცხადია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზეწოლა აშინებს ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს, რომლებიც თავის მხრივ ეძებენ მომსახურების შეძენის ალტერნატივებს, რათა უფრო დაცულად იგრძნონ თავი, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ამცირებს კომპანიის შემოსავლებს და ასუსტებს სამეწარმეო აქტივობას.
გარდა ამისა, ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია გრძელვადიანი შეთანხმებების გაფორმება, არადა, ჩვენი ბიზნესის თავისებურება სწორედ გრძელვადიან ურთიერთობებზეა აგებული. შესაბამისად, დღეს კომპანია ფიქრობს არა განვითარებაზე და სამომავლო გეგმების განხორციელებაზე, როგორიცაა საქართველოს ციფრულ მონაცემთა გაცვლის ცენტრად ქცევა, მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ., არამედ იბრძვის გადარჩენისთვის, რაც აზარალებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მთლიანად.
არ შემიძლია არ შევეხო ყველაზე მთავარ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას კომპანია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კავკასუს ონლაინში მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით საუკეთესო პროფესიონალები, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნეს ეს კომპანია პირველი დღიდან და ამაყობენ იმით, რომ საუკეთესო მომსახურებას აწვდიან ქვეყანას. ამ ადამიანებს წელიწადზე მეტია ესმით, რომ კომპანიამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ სტრესში და გაურკვევლობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.
— რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, პირდაპირ განაცხადა, რომ საელჩო იცნობს კავკასუს ონლაინის საქმეს და მომავალშიც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი ამ დონის მაღალჩინოსნებისთვის?
— საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის და ერთადერთი გზაა საქართველოს წარმატებისთვის. შესაბამისად, ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ერევა კავკასუს ონლაინის სამეწარმეო თავისუფლებაში.
ამასთანავე, ბრიტანული ფონდები საქართველოში ახორციელებენ საგრანტო პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მოგიყვანთ სახელწიფო მინისტრის სიტყვების ამონარიდს — "ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს, საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად". შესაბამისად, წარმოუდგენელია კავკასუს ონლაინის ქეისი არ მოქცეულიყო დიპლომატების ყურადღების ცენტრში.
— კავკასუს ონლაინს უკვე გაცხადებული აქვს, რომ დავას გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოში. როდის აპირებთ სარჩელის შეტანას და როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ?
— სარჩელი თითქმის მომზადებულია და უახლოეს დღეებში ჩავაბარებთ. რაც შეეხება მოგების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის იმ ნორმებს და ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ზღუდავს კავკასუს ონლაინის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. პირველი, რაც ზედაპირზევეა და აშკარაა, არის ის, რომ დაჩქარებული ვადები კანონის ხარისხზე პირდაპირ აისახა, ეს უდავოა. კანონი დაუსაბუთებელია და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კვლევა, შეფასება არ ახლავს თან. განმარტებითი ბარათში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების დოკუმენტები უბრალოდ არ არსებობს, ასეთი არ მომზადებულა, არც ჩატარებულა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შემოთავაზებული უხარისხო კანონი არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. კანონი კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს უდგენს ერთპიროვნულად ჩაერიოს კერძო სუბიექტის ბიზნეს საქმიანობაში და მეწარმეობის თავისუფლებაში. კანონში პირდაპირ წერია, რომ სპეციალურ მმართველს, რომელიც კომისიამ შეიძლება დაუნიშნოს ავტორიზებულ პირს, ფაქტობრივად ყველა უფლებამოსილების შეთავსება შეუძლია: დირექტორიდან დაწყებული, აქციონერთა კრებით დამთავრებული.
განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ წინასწარი სასამართლო კონტროლი ამ პროცესში ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ჩემთვის რთული წარმოსადგენია საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად არ ცნოს გვიან ღამით საკომიტეტო მოსმენებზე "განხილული" დაჩქარებული წესით მიღებული კანონი.
— ფაქტია, სახელმწიფომ ამ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით დააკანონა "სპეციალური მმართველის ინსტიტუტი", ელოდებით თუ არა მას კომპანიაში და საერთოდ რას ნიშნავს სპეციალური მმართველი, არის თუ არა მსგავსი სახის მაკონტროლებელი სხვა ქვეყნებში?
— შეგახსენებთ, რომ კომისიამ კავკასუს ონლაინს მოსთხოვა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისების ტრანზაქციის შებრუნება. კავკასუს ონლაინი გადაწყვეტილებებს ვერ ასრულებს, რადგან შეუძლებელია კომპანიამ მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქცია შეაბრუნოს. თუმცა ცალსახაა, რომ ამას ვერც კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი შეძლებს. შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრეაციას. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამოიწვევს უფრო დიდ საერთაშორისო ზეწოლას და მნიშვნელოვნად გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სპეციალური მმართველი მხოლოდ კანონის ფურცელზე დარჩება.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მოგახსენებთ, რომ ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას დავუკვეთეთ კვლევა, რომელმაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირში სპეციალური მმართველის არსებობის და მისი დანიშვნის პრაქტიკა. ამიტომ არ გავუსწრებ მოვლენებს და უახლოეს დღეებში მოგაწვდით კვლევის შედეგებს.
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
გადახედვა
-
სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
გადახედვა
კომენტარები