საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილების თანამშრომლები არიან.

უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები შესაბამის დაწესებულებებში არიან გადაყვანილი და მათ მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს კი დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და იზოლაციაში არიან გადაყვანილი. მათი განცხადებით, სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.