Dynetics-მა მთვარეზე დასაშვებად განკუთვნილი მოდულის დიზაინი წარადგინა (ვიდეო)
ალაბამაში დაფუძნებულმა კომპანია Dynetics-მა ახლახან დამშვები მოდულის დიზაინი წარადგინა, რომელიც NASA-ს ასტრონავტებისთვის 2024 წლის არტემისის მთვარის მისიის დროს გამოსაყენებლად არის შექმნილი.
მოდელი NASA-ს აპოლოს დროს გამოყენებული დამშვების ზომისაა. მისი წარდგენის მიზანს იმის ჩვენება წარმოადგენდა, თუ როგორ შეძლებენ მისიის ფარგლებში მთვარეზე მყოფი ასტრონავტები მასთან უშუალო ურთიერთობას. გავრცელებული ვიდეო კი მისი ინტერიერის დათვალიერების საშუალებას გვაძლევს.
"მოქნილი დიზაინი დედამიწაზე დარჩენილ გუნდსა და ეკიპაჟის წევრებს საშუალებას აძლევს, მოდელი შეაფასონ და მის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირონ", — ნათქვამია განცხადებაში.
Dynetics-ის თქმით მათი მოდული ხელახალი გამოყენებისთვისაა შექმნილი და საკმაოდ ხელმისაწვდომიცაა, რაც მთვარის აღმოჩენის მისიისთვის ხარჯებს შეამცირებს.
Dynetics იმ რამდენიმე კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე წაყვანისთვის იბრძვის. აგვისტოში Blue Origin-მა თავისი დამშვები მოდული წარადგინა. დამშვებ სისტემაზე, ამ კომპანიების გარდა, SpaceX-იც მუშაობს. აპრილში NASA-ს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2024 წელს ასტრონავტებს მთვარეზე ერთ-ერთი მათგანი დასვამს.
Dynetics ისეთივე ცნობილი კომპანია არ არის, როგორც Blue Origin ან SpaceX, თუმცა იგი არტემისის მისიისთვის NASA-სთან უკვე თანამშრომლობს.
კომენტარები