Google გეგმავს, უნივერსიტეტის ხარისხის ნაცვლად 6-თვიანი სერტიფიკატები მოითხოვოს
ფოტო: Sundry Photography
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ ის უნივერსიტეტის ხარისხის ნაცვლად Google-ს სასწავლო სერტიფიკატებს მიიღებს, რომელთა ასაღებადაც პოტენციურ თანამშრომლებს 6-თვიანი კურსის გავლა შეუძლიათ, რათა მოთხოვნადი პროფესიებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში მოემზადონ, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლებისთვისაა საჭირო.
კვალიფიკაციის გავლის შემდეგ წარმატებული სტუდენტები მიიღებენ Google Career Certificate-ს, რომელსაც კომპანია იმავე პოზიციებზე უნივერსიტეტის ოთხწლიანი ხარისხის ტოლფას საბუთად განიხილავს.
კურსების ფასი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, კომპანიის არსებული სერტიფიკატების ფასის გათვალისწინებით, ის დაახლოებით $300 ეღირება, Google-მა კი უკვე განაცხადა, რომ ის 100 000 სტიპენდიას გასცემს.
ეს კურსები წარმატებულ სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევებს განუვითარებენ, რომლებიც მაღალანაზღაურებად სფეროებში სამუშაოდაა საჭირო და ზრდის პოტენციალს იძლევა. ამ ონლაინ განათლების ფარგლებში Google-ის თანამშრომლები ასწავლიან ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაცემთა ანალიზი, პროექტების მართვა და სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი.
"ეს ახალი კარიერული პროგრამები Google-ის ამ სფეროებში მომუშავე თანამშრომლების მიერაა შედგენილი და მათ ისინი თვითონვე ასწავლიან. ამ პროგრამებით სტუდენტები სამსახურის მისაღებად საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. კურსების გასავლელად არ არის საჭირო რაიმე ხარისხი ან წინასწარი გამოცდილება. ავიღოთ, მაგალითად, ივ კუპერი, რომელიც ფურგონის მძღოლი იყო და ჩვენს პროგრამაში გაწევრიანდა. პროგრამის დასრულებიდან ხუთ დღეში ის მის მშობლიურ ქალაქში, ვაშინგტონში, არაკომერციულმა ორგანიზაციამ დამხმარე IT სპეციალისტის პოზიციაზე აიყვანა", — დაწერა Google-ის საერთაშორისო ურთიერთობების სენიორ ვიცე-პრეზიდენტმა კენტ უოკერმა თავის ბლოგში.
ტრადიციული აკადემიური ხარისხებიდან სხვაგვარ კვალიფიკაციაზე გადასვლა ხარისხების მიმართ არსებულ კრიტიკას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც რამდენიმეწლიანი კურსების ფინანსური ტვირთი სტუდენტებს ხშირად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც კი წლების განმავლობაში უზარმაზარ ვალებად აწევს.
სამსახურისა თუ ნორმალური ხელფასის გარანტიის არქონა სტუდენტებს ზოგჯერ თავდაპირველზე უარეს მდგომარეობაში აგდებს. ამის საპირისპიროდ Google Career Certificate-ის მიზანია, ტრადიციული საუნივერსიტეტო ხარისხების დროისა და ღირებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის სანაცვლოდ სტუდენტები დაუყოვნებლივი სამუშაოსთვის მოამზადოს.
"ბევრი პატარა ბიზნესისთვის COVID-19-ის კრიზისის დროს ტექნოლოგია ნამდვილი სამაშველო რგოლი იყო. ონლაინ პროგრამებს შეუძლია, ხალხს ახალი უნარ-ჩვევები და კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურები აშოვნინოს. უნივერსიტეტის ხარისხები ბევრი ამერიკელისთვის მიუწვდომელია, ადამიანს კი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უნივერსიტეტის დიპლომი არ უნდა სჭირდებოდეს. ამერიკის ხელახლა ასაშენებლად ჩვენ სამსახურისთვის მზადების ახალი, ხელმისაწვდომი გზები გვჭირდება — დაწყებული გაძლიერებული პროფესიული პროგრამებით და დამთავრებული ონლაინ განათლებით", — დაწერა უოკერმა.
ამავე თემაზე:
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები