ProductHunt: ვებდიზაინის შემსწავლელი ვიზუალური პლატფორმა — Webflow University 2.0
თუ დაინტერესებულები ხართ ვებდიზაინის შესწავლით და არ იცით, საიდან დაიწყოთ, მაშინ ვიზუალური კონცეფციის მქონე შემსწავლელი პლატფორმა, Webflow University 2.0, შეიძლება გამოგადგეთ. აქ თავმოყრილია ყველა ის ხელსაწყო, რაც მარტივი და გასაგები ინტერაქციით ხდის შესაძლებელს ვების დიზაინის დაუფლებას. რაც მთავარია, აღნიშნული პლატფორმის გამოსაყენებლად თქვენ არაფრის გადახდა არ გიწევთ.
ჯერ კიდევ 2013 წლიდან პლატფორმის დანიშნულება მომხმარებლებისთვის ვებგვერდის შექმნის ისეთი მეთოდებით სწავლება იყო, რომელიც არ საჭიროებდა კოდის სიღრმისეულ ცოდნას. თუმცა მოგვიანებით პლატფორმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
Webflow University 2.0 ყველა უახლესი მეთოდის გამოყენებით დღეს წარმოადგენს სივრცეს, რომელშიც მარტივადაა შესაძლებელი ვებდიზაინის კონცეფციის შესწავლა, რომელიც HTML-ს, CSS-ს, 3D გარდაქმნას, ანიმირებას, ხელმისაწვდომობასა და SEO-ს პრინციპებს ეფუძნება.
ყველა აღნიშნული კონცეფცია დიდწილად ვიზუალურადაა წარმოდგენილი, რაც ვებდიზაინის შესწავლის მსურველს კოდირების საფუძვლიანი ცოდნის საჭიროებისგან ათავისუფლებს.
რაც მთავარია, სწავლის პრინციპები არაა მოქცეული შაბლონებში — ისინი სრულად ასახავენ HTML-ის და CSS-ის თვისებებს ვებში, რომელსაც იყენებენ გუგლი, ეფლი და პლანეტის საუკეთესო ვებდიზაინერები თუ დეველოპერები.
ვებდიზაინის ვიზუალური კონცეფციის მქონე შემსწავლელ პლატფორმაზე ახალი გაკვეთილები უკვე დამატებულია და ეს პროცესი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაგრძელდება.
კომენტარები