როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი ცხელ დღეებთან გასამკლავებლად
ფოტო: macrovector / Freepik
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და ჩვენც უფრო მეტად ვაფასებთ ყველაფერ იმას, რაც სიგრილეს უკავშირდება: იქნება ეს ბალიშის ცივი მხარე, გამაგრილებელი სასმელები თუ არომატული ნაყინი.
თუმცა სახლში მომზადებული ყინულიანი ლიმონათი და ქალაქგარეთ უქმეებზე გასეირნება მხოლოდ მცირე დროით თუ შეძლებს ჩვენთვის ნუგეშისცემას და მცხუნვარე მზეს საბოლოოდ მაინც ვერაფერს დააკლებს.
სწორედ ამის გამო კონდიციონერი დღემდე ის საუკეთესო გამოსავალია, რომელიც სახლსა თუ ოფისში გატარებულ ზაფხულის დღეებს გვიმსუბუქებს. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენთვის შესაფერისი პროდუქტი შევარჩიოთ, ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენის წინ.
ამ სტატიაში სწორედ იმ აუცილებელ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ.
შესაფერისი ტიპის კონდიციონერი
შერჩევისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორი გარემოსთვის გსურთ კონდიციონერი: რა ზომისაა ოთახი, რა ტიპის მოწყობილობა გსურთ: ფანჯრის, კედლის თუ პორტატული. თვითონ მოწყობილობის შესაძლებლობებსა და მონაცემებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს — ზედმეტად მძლავრი კონდიციონერი სულაც არ არის უკეთესი გაგრილების გარანტი და ამით მხოლოდ ზედმეტ ენერგიას დახარჯავთ. შესაბამისად, მის სიმძლავრესაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიუჯეტიც — თქვენთვის ხელმისაწვდომი ფასის ფარგლებში რომ შეარჩიოთ საუკეთესო მოდელი.
სანდოობა და ხარისხი
დღეს ბაზარზე ტექნოლოგიური პროდუქტის უსაზღვროდ მრავალფეროვანი არჩევანია და მათ შორის გამონაკლისი არც კონდიციონერია. სწორედ ამის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სად ვყიდულობთ სასურველ ნივთს და ვინ არის მწარმოებელი კომპანია. რაც უფრო ცნობილი და გამოცდილი ბრენდის პროდუქტს შეიძენთ, მით მეტად დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი რისკებისგან.
ამავდროულად თავის დაზღვევის მიზნით ყურადღება უნდა მიაქციოთ გარანტს: ეცადეთ, არჩევანი იმ კონდიციონერზე გააკეთოთ, რომელიც განსაკუთრებით გრძელვადიან საგარანტიო პირობებითაა დაცული.
დამატებითი უპირატესობები
თუ მყიდველის იმ ტიპს მიეკუთვნებით, ვინც მხოლოდ საუკეთესოს ეძებს, მაშინ შეგიძლიათ, იმ დამატებით კომპონენტებსაც მიაქციოთ ყურადღება, რაც თქვენს მომავალ კონდიციონერთან ურთიერთობას უფრო სასარგებლოს, მოსახერხებელსა და კომფორტულს გახდის.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დღეს კონდიციონერები ისეთი საჭირო ფუნქციებითაა აღჭურვილი, როგორიცაა, მაგალითად, ანტიბაქტერიული ფილტრი: პანდემიის პირობებში ეს ფაქტორი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც დაგეხმარებათ, თქვენ გარშემო ჰაერი მუდმივად სუფთა და ბაქტერიებისგან დაცული იყოს.
ეს მხოლოდ რამდენიმე ძირითადი და აუცილებელია რეკომენდაციაა, რაც კონდიციონერის შეძენის წინ უნდა იცოდეთ, თუმცა ამ პროცესმა მეტისმეტად რომ არ დაგაბნიოთ და არსებულზე უფრო რთულად არ წარმოიდგინოთ ყველაფერი, ალტას მაღაზიათა ქსელი განსაკუთრებული შეთავაზებებით არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
უპირველეს ყოვლისა, ალტა ყველა მომხმარებელს სთავაზობს სწორედ მისთვის შესაფერის პროდუქციას: იმასთან ერთად, რომ ალტაში მხოლოდ სანდო ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის კონდიციონერებია წარმოდგენილი, ამავდროულად ფასები ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია — კონდიციონერის შეძენა 499 ლარიდანაა შესაძლებელი.
შეღავათიან ფასებთან ერთად კონკრეტულ მოდელებზე მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლებებიც.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის მაქსიმალურად მოსახერხებელი პირობებით: განვადების შემთხვევაში გადახდა სამი თვის შემდეგ დაიწყება.
კონდიციონერის ალტაში შეძენის შემთხვევაში თავი მაქსიმალურად დაცულად შეგიძლიათ იგრძნოთ: მაგალითად, პანასონიკის კონდიციონერებს ხუთწლიანი გარანტია აქვს. ალტა ამავდროულად თავის მომხმარებელზე განსაკუთრებულად ზრუნავს და სამსუნგის კონდიციონერის შეძენის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს უფასო მონტაჟს სთავაზობს.
შესაბამისად, თუ გსურთ, რომ ზაფხულის ხვატს გაუმკლავდეთ და ამასთანავე თქვენზე მორგებული სერვისებით ისარგებლოთ, მაშინ კონდიციონერი აუცილებლად ალტაში უნდა შეარჩიოთ, სადაც ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან პროფესიონალური რჩევებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დისტანციურად დაათვალიეროთ ალტას ვებსაიტი ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 238 00 38
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები