ალგორითმი, რომელიც არარსებული ცხოველების გამოსახულებებს ქმნის
ფოტო: Aldo Cortesi
პროგრამისტმა ალდო კორტესმა უცნაური ალგორითმი შექმნა, რომელიც არარსებული ცხოველების სილუეტებს ხატავს. კორტესის თქმით, იგი იმ ალგორითმებით იყო შთაგონებული, რომლებიც ადამიანის მსგავს გამოსახულებებს ქმნიან.
"როგორც აღმოჩნდა, ნეირონულმა ქსელმა უამრავი რამ უნდა ისწავლოს, რათა მსგავსი გამოსახულებები შექმნას. ზოგიერთი რამ საკმაოდ მარტივია, მაგრამ ზოგი ასპექტი საოცრად კომპლექსურია", — აცხადებს კორტესი.
როდესაც კორტესმა ტექნიკაზე მუშაობა დაიწყო, მან PhyloPic-ის მონაცემთა ბაზა აღმოაჩინა, რომელიც ცხოველების სილუეტებს აგროვებს. მას აინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუკი ამ მონაცემებს იმ ნეირონული ქსელის სავარჯიშოდ გამოიყენებდა, რომელიც ზოოლოგიური დიზაინების შესაქმნელად შემუშავდა.
შემდეგ კორტესმა ამ მონაცემების გამოყენება დაიწყო და შედეგად 50 ათასი გამოსახულება მიიღო, რომელთაგან საუკეთესოები აარჩია.
ფოტო: Aldo Cortesi
ალგორითმის მიერ შექმნილი ჰომინიდები
ალგორითმის მიერ შექმნილი პეპლები
ფოტო: Aldo Cortesi
ალგორითმის მიერ შექმნილი ხოჭოები
ალგორითმის მიერ შექმნილი სხვადასხვა ცხოველი
ფოტო: Aldo Cortesi
ალგორითმის მიერ შექმნილი ჩიტები
ალგორითმის მიერ შექმნილი დინოზავრები
კორტესის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება ალგორითმის მიერ შექმნილი ცხოველების ბევრად მეტ გამოსახულებას შეიცავს.
კომენტარები