ალერგია — იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ გამოასწოროთ
ფოტო: თოდუას კლინიკა
XXI საუკუნის ეპიდემია — ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას, რადგან გამოთვალა, რომ გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, 2025 წლისთვის ალერგიით პლანეტის მოსახლეობის 50-% დაავადდება.
ეს მოლოდინი იმ "დიდი დამპყრობელის" პარალელურად, რომელსაც კორონავირუსი ეწოდება, კიდევ უფრო სახიფათო ხდება, მით უფრო — სასუნთქი გზების ალერგიის შემთხვევაში, თუკი დაავადება არ არის ექიმის კონტროლის ქვეშ.
რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ? ამ თემაზე გვესაუბრება აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი.
— დავიწყოთ იმის განმარტებით, რა არის ალერგია?
— ზოგადად, ალერგია არის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ გარეგან გამაღიზიანებელზე, რომელიც უსაფრთხოა და არ იწვევს რაიმე სპეციფიკურ გამოვლინებებს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ის აგრესიული ნივთიერებაა და როდესაც ორგანიზმში ხვდება, მას ორგანიზმი, შეცდომით, გადაჭარბებული იმუნური რეაქციით პასუხობს. ამაში გამოიხატება სწორედ ეს ალერგიული ჩივილები, რაც შემდეგომ ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი ხდება. ამ ნივთიერებებს კი, რომლებიც ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციას იწვევს, ალერგენებს უწოდებენ.
— რა სახის ალერგიები არსებობს?
— ალერგიები არსებობს მრავალი სახის. შეიძლება განვითარდეს საკვები პროდუქტების მიმართ; ქიმიური საშუალებების მიმართ — აქ მოიაზრება როგორც მედიკამენტები, ასევე კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ქიმია; ყვავილის მტვრისა და საყოფაცხოვრებო მტვრის მიმართ; ცხოველის ეპითელიუმის მიმართ, თამბაქოს კვამლისა თუ დაბინძურებული ჰაერის მიმართ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, პოტენციურად შეიძლება ალერგენული ხასიათის იყოს. ალერგიული ადამიანების უმეტესობა არა ერთ ალერგენზე, არამედ ალერგენების მთელ სპექტრზე რეაგირებს.
ალერგოლოგიაში არსებობს "ალერგიული მარშის" ცნება, როდესაც ერთი კომპონენტის მიმართ ალერგია შეიძლება გადავიდეს მეორეში, მესამეში... მაგალითად, გვაქვს კვებითი ალერგია, მას დაემატოს სეზონური ალერგიული რინიტი, შემდგომ ჩამოყალიბდეს ბრონქული ასთმა და ასე შემდეგ.
— ნივთიერებები, რომლებიც უმეტესობისთვის უსაფრთხოა, რატომ ხდება აგრესიული გარკვეული ჯგუფისთვის? ვინ არის აქ "დამნაშავე"?
— ეს ჯერ კიდევ მეცნიერების კვლევის საგანია, თუმცა დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ ფაქტორებზე, რომლებიც ალერგიული დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინასწარ განწყობას აყალიბებს. ესენია:
- მემკვიდრეობითობა: თუ მშობელს ან სისხლით ნათესავს აქვს ალერგიული დაავადება, გაცილებით მეტია მათ შვილში ალერგიული გამოვლინების რისკი, ვიდრე იმ პატარებში, ვისი მშობლებიც არ არიან ასეთი ანამნეზით დატვირთულნი;
- ეკოლოგიური გარემო: დიდ ქალაქებში უფრო ხშირია ალერგიული დაავადებები, ვიდრე სოფლად;
- კვების ხარისხი: კვების მრეწველობაში ქიმიური ნივთიერებების — საკვები დანამატების აქტიურად გამოყენებამ, რაც ათეულობით წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ალერგიული დაავადებების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
— რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგიული დაავადება საქართველოში?
— ჩვენს კლინიკაში ხშირია მომართვიანობა ე.წ. ჭინჭრის ციებით, რომელიც ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილას გამონაყრით; ასევე, ბრონქული ასთმით, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ქრონიკული პათოლოგიაა; მოგვმართავენ პოლინოზით, რომელიც ცნობილია სეზონური ალერგიების სახელით და წარმოადგენს რეაქციას მცენარეების მტვერზე; ასევე, გახშირებულია კანის მხრივ ატოპიური დერმატიტები.
— როგორ მივხვდეთ, რომ ალერგია გვაქვს და არა, ვთქვათ, ვირუსული ინფექცია, მაგალითად, Covid-19?
— ამას უნდა მივხვდეთ გამომდინარე პაციენტის ჩივილებიდან. როგორც წესი, ალერგიული პაციენტის ჩივილი მერყეობს კანზე გამოვლინებებიდან სასუნთქი სისტემის გამოვლინებებამდე: გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი, ხშირი ცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენით, თვალების ცრემლიანობა. ასევე, შეიძლება იყოს ხველის კომპონენტიც, რომლიც ხშირად სპაზმური ხასიათისაა და ა.შ.;
ალერგიულ დაავადებებს, როგორც წესი, არ ახასიათებს ტემპერატურული რეაქციები და ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პათოგენური ნიშანია, რომელიც გვაძლევს ერთგვარი დიფერენცირების საშუალებას ვირუსულ ინფექციებთან და, თუნდაც, Covid-19-ის შემთხვევაში. თუმცა, Covid-19 შეიძლება ტემპერატურული რეაქციის გარეშეც მიმდინარეობდეს და კონკრეტულად ამ ვირუსის შემთხვევაში ეს მარკერად ვერ გამოდგება. აქ საბოლოო სიტყვა ლაბორატორიულ კვლევებზეა.
— რა არის და როდის გამოიყენება ალერგიული ვაქცინაცია?
— ვაქცინაში, ასე ვთქვათ, მოიაზრება იმუნოთერაპია. როდესაც ადამიანს აწუხებს ესა თუ ის ალერგიული ჩივილი, მას უტარდება სპეციფიკური ალეროლოგიური გამოკვლევა, კანის სინჯებით იქნება ეს თუ ლაბორატორიულად, ხდება ალერგენის გამოვლენა, რომელიც დომინანტია პაციენტის ალერგიული ჩივილების თვალსაზრისით და შემდგომ იწყება მუშაობა იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ალერგენს შევაგუოთ ორგანიზმი. ალერგენის ორგნიზმში შეყვანის დოზები გათვლილია სქემების მიხედვით და ეს პროცესი საკმაოდ დროში გაწელილია, შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ამით ხდება ორგანიზმის ტოლერანტობის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ როდესაც ეს ალერგენი ხელმეორედ მოხვდება ორგანიზმში, ეს უკანასკნელი ისეთი აგრესიულობით არ დახვდეს. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ია. პაციენტს ჩივილები მინიმუმამდე უმცირდება და ზოგს - საერთოდ ეხსნება.
— შესაძლებელია ალერგიისგან სრულად განკურნება?
— ალერგიული დაავადებები, როგორც წესი, ქრონიკული მდგომარეობაა და ჩვენ, ალერგოლოგები, ვცდილობთ, მწვავე მდგომარეობა გადავიყვანოთ რემისიაში, როდესაც არ გვაქვს აქტიური ფაზა, არ გვაქვს ჩივილები და პაციენტი კარგად გრძნობს თავს.
ზოგი პაციენტის ორგანიზმის რეაქტიულობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს — ვთქვათ, ბავშვობაში რაღაცის მიმართ ჰქონდა ალერგია, ეს გარდატეხის ასაკის შემდეგ შეიძლება, გადანაწილდეს და ცხოვრების შემდგომ პერიოდში არც შეაწუხოს.
ასე, რომ 100%-იანი განკურნება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა დღესდღეობით გვაქვს იმის საშუალება, რომ როცა პაციენტი დამყოლია, როცა დაავადება კარგად არის მართული, ბევრი რამ რემისიის მდგომარეობაში გადავიყვანოთ და პაციენტის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გავაუმჯობესოთ.
ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ "ალერგია თავისით გაგივლის". აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება, რათა თქვენი ორგანიზმის "იმუნიტეტის შეცდომა" დროულად გამოვასწოროთ. ამისთვის კი აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ყველა პირობა არსებობს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები