რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ბიჭისდაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.
თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი — ძალადობის მუხლი დაემატა.
რა ვიცით ამ ეტაპისთვის
18-19 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში, დაქირავებულ სახლში გიორგი შაქარაშვილი რამდენიმე პირთან ერთად დაბადების დღეზე იყო. წვეულებაზე შეკრებილებიდან ნაწილი ერთმანეთს იცნობდა, ნაწილი — არა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს შორის იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, გამოძიება არ საუბრობს. მათი ვერსიით, დაპირისპირებაში შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება.
ფეხბურთელის ახლობლების ამბობენ, რომ დაპირისპირების შემდეგ გიორგი შაქარაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად სახლი დატოვა და ავტობანზე ტაქსის გასაჩერებლად და თბილისში დასაბრუნებლად გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე ხიდის სიახლოვესაც გაგრძელდა, რის შემდგომაც შაქარაშვილის კვალი იკარგება.
ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე ვერსიები იყოფა.
ხიდის ეპიზოდი — რას ყვება შაქარაშვილის ბიძა
გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ 22 ივნისს TV პირველთან თქვა, რომ დაბადების დღის შემდეგ დაპირისპირების მეორე ეპიზოდი საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა. ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ინფორმაციას თვითონაც გადმოცემით ფლობს.
როგორც იგი ამბობს, დაპირისპირების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილმა, სამ პირთან ერთად სახლი დატოვა და გზაზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდა. სამიდან ერთ-ერთი იყო შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი იყო, დანარჩენები კი ფეხბურთელმა წვეულებაზე გაიცნო. ნიკოლაძის თქმით, გზაზე მათ რამდენიმე პირი მანქანით წამოეწია.
"ვერ გეტყვით ვინ იყვნენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ საშველად გამოძახებული ადამიანები, ერთ-ერთი იქ მყოფი ბავშვისგან, რომელიც იყო კონფლიქტში მონაწილე.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მანქანებიდან გადმოვიდნენ პირები, რომლებმაც გიორგისთან მყოფ ერთ-ერთ ბიჭს დაუწყეს ფიზიკური ან სიტყვიერი კონფლიქტი, ზუსტად არ ვიცით. [...] დაპირისპირება გახდა იმის საფუძველი, რომ გიორგი გაქცეულიყო თავის დაღწევის მიზნით", — ამბობს ნიკოლაძე.
მისივე თქმით, გაუჩინარებამდე გიორგი დედას ესაუბრა — ღამის პირველ საათზე, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ "საგანგაშო არაფერი იყო". უკვე დილის შვიდ საათზე, ოჯახში დარეკა გიორგის მეგობარმა, წვეულებიდან მასთან ერთად წამოსულმა გუკა ამირხანაშვილმა და დაინტერესდა მივიდა თუ არა ის სახლში. ოჯახმა პოლიციას რამდენიმე საათში მიმართა.
"ყველაზე მეტი კითხვა იყო, რატომ არ მოხდა ოჯახის დროული ინფორმირება. პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ ბავშვი [გუკა ამირხანაშვილი] იყო ძალიან მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში, ურეკავდა გიორგის მობილურზე, რომელიც გათიშული იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ბავშვი არ ჩანდა, შეეხმიანა ოჯახს", — ჰყვება მირიან ნიკოლაძე.
როგორც შაქარაშვილის ბიძა ამბობს, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანება აღენიშნება, თუმცა ჯერ დასადგენია, რით და როდის არის დაზიანებები მიყენებული:
"გიორგი არის ვითარების მსხვერპლი. ჯერ კი არ ვიცით ვინმეს მონაწილეობა აქვს თუ არა მიღებული მის გარდაცვალებაში, მაგრამ რომც არ აღმოჩნდეს, ეს ხომ განაპირობა ზოგადმა ძალადობრივმა გარემომ".
ორი მანქანა — რას ყვება გიორგი შაქარაშვილის მეგობარი
მედიაში გუკა ამირხანაშვილი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. როგორც ახალგაზრდა ამბობს, ჟურნალისტისთვის კომენტარი არ მიუცია და თავის ძველ მეგობარს ტელეფონით ესაუბრებოდა:
"ხალხო, ამ სიუჟეტში მე ეს კომენტარი არ მიმიცია ჟურნალისტისთვის. ეს ბიჭი, ვისაც მე ველაპარაკებოდი, არის ჩემი ძველი მეგობარი და კარგად ჩანს, რომ არ ვსაუბრობ ოფიციალურად და დეტალურად და ძალიან გთხოვთ, ნუ აკეთებთ ასეთ დასკვნებს უბრალოდ სირცხვილია!!!".
აღნიშნულ სატელეფონო საუბარში ამირხანაშვილი ამბობს, რომ აგარაკზე კონფლიქტის შემდეგ, ნაწილმა ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის გაგრძელება გადაწყვიტა, ამიტომ გზატკეცილზე ტაქსის გასაჩერებლად გავიდნენ. მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც.
ჩანაწერში ის ასევე ჰყვება, რომ საავტომობილო გზაზე ყოფნის დროს, მათთან მანქანა მივიდა, საიდანაც გადმოსულმა ადამიანმა ერთ-ერთ ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გუკა ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გაიქცნენ გიორგი, თავად და მათთან ერთად მყოფი სხვა ადამიანები. ის აღნიშნავს, რომ მანქანის წასვლის შემდეგ, ბიჭის დასახმარებლად მიბრუნდნენ, ამ დროს მანქანა კვლავ მიუახლოვდა და ისევ გაიქცნენ. ამირხანაშვილის თქმით, შაქარაშვილი სწრაფად გარბოდა და ვერ დაეწია, რის გამოც სხვა გზით წავიდა. იგი აღნიშნავს, რომ თვითონ ხევში გადავარდა და მანქანაში მყოფებმა იპოვეს. ბიჭი აღნიშნავს, რომ მანამდე დაინახა, შაქარაშვილი ჩასახვევში ჩარბოდა, რის შემდეგაც აღარ უნახავს.
"[წვეულებაზე] ჩვენ არ მოგვსვლია [ჩხუბი], ვაშველებდით. ვინც იჩხუბა და ვინც ნაცემები იყვნენ, ისინი წავიდნენ. სხვაგან მივდიოდით გასაგრძელებლად, ვინც ვერ ჩავეტიეთ, გავედით ტრასაზე. მოგვიყენეს მანქანა. გავიქეცით, იმიტომ რომ პირველს "დრინი" ჩაარტყეს სახეში. გავიქეცით, მერე მივტრიალდით, მანქანა რომ დავინახეთ, რომ წავიდა. მერე გავიქეცით, მეორედ რომ მოგვიყენეს მანქანა [...]
ხევში მიპოვეს. ვიფიქრე, ახლა ამათ გავყვები თბილისამდე, თუ მოტრიალების თემა უნდათ, შაქარა და ეს ბიჭი მანამდე გაასწრებენ, რა, სანამ მოტრიალდება, სანამ თბილისში ჩავალ. ვუთხარი, აქ სადმე ჩამოვალ-მეთქი და არა, არა აქ ხომ არ დაგტოვებთო, შუა გზაშიო. მე იმის ფიქრებში ვიყავი, რომ ესენი სანამ მე თბილისამდე ჩამიყვანენ, ეს გაქცეულები ვინც იყვნენ, თავს უშველიან. თან არ ვიცოდი, გამიჩერებდნენ, არ გამიჩერებდნენ და მეთქი, კაი, დაიკიდე ჩემი თავი-მეთქი, "ლიჟბი" ამათ გაასწრონ", — ჰყვება ჩანაწერში ამირხანაშვილი.
რკინის ჯოხი — რას ამბობს ფოტოგრაფი
კიდევ ერთი პირი, რომელიც გუკა ამირხანაშვილთან და გიორგი შაქარაშვილთან ერთად მაგისტრალზე იყო, წვეულებიდან წამოსული ფოტოგრაფია. როგორც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან თქვა, აგარაკიდან არა ოთხი, არამედ ექვსნი წამოვიდნენ.
მისი მონაყოლის მიხედვით, მაგისტრალზე მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა, რომელთაც არ იცნობდა. როგორც ის ამბობს, ამის შემდეგ გაიქცა, რადგან მანქანიდან გადმოსულს რკინის ჯოხი ეჭირა.
კითხვას, მიიღო თუ არა ვინმემ დაზიანება, ფოტოგრაფი პასუხობს:
"ჩემთვის არ დაურტყამს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კი, როცა ადამიანი საავადმყოფოში წევს ნაცემი, ხელი კი არა, რა ურტყეს, ანუ... არ დამინახავს ყველაფერი, დავიმალე და არ დამინახავს".
იგი ამბობს, რომ არ დაუნახავს რომელ მხარეს გაიქცა შაქარაშვილი. მისივე თქმით, ადგილიდან პოლიციამ წამოიყვანა, რომელიც თვითონ გამოიძახა.
გატეხილი ცხვირი და შუბლი — რა მოხდა ხიდზე
მზია ქასრაშვილი შაქარაშვილის საქმეზე ორი პირის ადვოკატია. მისი თქმით, დაბადების დღის წვეულებაზე 35-40 ადამიანი იყო.
ქასრაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და არც შესწრებია, რადგან სახლში იყო და მხიარულობდა. კონფლიქტის შემდეგ კი რამდენიმე პირთან, მათ შორის იუბილართან ერთად მანქანაში ჩაჯდა და ლისზე წავიდა. ადვოკატი განმარტავს, რომ ახალგაზრდამ გიორგი შაქარაშვილი ადგილზე გაიცნო.
რაც შეეხება მეორე დაცვის ქვეშ მყოფს, ქასრაშვილი ამბობს, რომ ის გიორგი შაქარაშვილთან ერთად მაგისტრალზე გავიდა. ადვოკატის თქმით, ხიდებთან დაპირისპირების დროს მას მაისური შემოეხა, რომელიც შემდეგ გადააგდო. რა გახდა ხიდზე დაპირისპირების მიზეზი, ქასრაშვილი არ აკონკრეტებს.
გარდა ამისა, 24 ივნისს მზია ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცხვირი და შუბლი აქვს გატეხილი და ეს დაზიანებები ხიდზე დაპირისპირების დროს მიიღო. ადვოკატის თქმით, მას ორი პირი უსწორდებოდა, რომლებსაც ხელში რკინის ჯოხი ჰქონდათ.
ტოიოტა და მერსედესი — რას ჰყვება სხვა ადვოკატი
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ტოიტა კამრში მსხდომი ექვსი პირიდან ორის ინტერესებს იცავს. მისი მტკიცებით, არც ერთ მათგანს არც აგარაკზე და არც ხიდზე კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.
კობაიძე On.ge-სთან ჰყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები აგარაკზე სიტუაციის გასარკვევად მეგობრებმა დაურეკეს და ამის გამო წავიდნენ.
"მათი სურვილი არ ყოფილა, კონფლიქტში ფიზიკური ძალით ჩართულიყვნენ — მათი სურვილი იყო, ინტელექტუალური ძალით ჩარეულიყვნენ, ანუ მოერიგებინათ, დაეშოშმინებინათ სიტუაცია. თუმცა ისე მოხდა, რომ მათ დააგვიანეს მისვლა. კონფლიქტი მომხდარი იყო".
ადვოკატის თქმით, აგარაკიდან რომ წამოვიდნენ, გზაზე მიმავალი ოთხი ახალგაზრდა დაინახეს და მანქანა გაუჩერეს. ის On.ge-სთან არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი იყო მანქანაში თბილისიდან წასვლის დროს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკან ექვსნი წამოვიდნენ — თავად მათ შორის ორის ადვოკატია.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ იცნობდნენ, მაგრამ უკან მსხდომებიდან ერთ-ერთმა იცნო — ეს ის ბიჭები არიან, ვისთანაც კონფლიქტი მოგვივიდაო", — აღნიშნავს კობაიძე.
მისი თქმით, მანქანის გაჩერების შემდეგ ბიჭები გაიქცნენ, მათ შორის, გუკა ამირხანაშვილიც:
"გუკა თბილისში წამოიყვანეს, წყალი შესთავაზეს, მეგობრულად ელაპარაკნენ, რატომ ჩხუბობთო, ამაზე იყო საუბარი. გუკა რომ დატოვეს, შემდეგ წამოვიდნენ. მათ არც იცოდნენ, რომ გაქცეულებს რამე პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდათ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ".
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გაქცეულების შესახებ "არც უფიქრიათ", რადგან სხვა მხარეს წარმოადგენდნენ.
გზატკეცილზე დაპირისპირების გაგრძელებაზე ოფიციალურ განცხადებაში შსს-მაც ისაუბრა. თუმცა ადვოკატის მტკიცებით, აქ იგულისხმება ის, რომ სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მანქანით მივიდოდნენ, კიდევ ერთი დაპირისპირება იყო:
"იმიტომ გაიქცნენ ესენი, რომ შიში ჰქონდათ, კიდევ სხვა მანქანა მოვიდა და ახლა ამათთან მოუწევდათ დაპირისპირება".
25 ივნისს პრესკონფერენციის დროს, ალექსანდრე კობაიძემ მერსედესის მარკის ავტომობილი და იქიდან ამოღებული რკინის ხელკეტი ახსენა. როგორც კობაიძემ შემდგომში On.ge-სთან განმარტა, სწორედ ეს მერსედესის მარკის ავტომობილი მიუახლოვდა ახალგაზრდებს პირველად გზაზე.
მისივე თქმით, მერსედესში მსხდომებსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შორის კონტაქტიც შედგა, თუმცა ისინი მხოლოდ კონფლიქტის მშვიდად მოგვარებას ცდილობდნენ.
როგორც ადვოკატი ამბობს, მედიაში ფოტოგრაფის მიერ გავრცელებული ინტერვიუ და მერსედესის მანქანაში მსხდომი ერთ-ერთი პირის მონაყოლი ადასტურებს, რომ როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანა ახალგაზრდებს მიუახლოვდა, შაქარაშვილი იქ უკვე აღარ იყო.
"აქედან გამომდინარე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები რომ მივიდნენ, ეს ადამიანები იქ უკვე აღარ იყვნენ. იყვნენ ექვსნი, შემდეგ დავრჩით ოთხნიო", — ამბობს კობაიძე.
გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ რკინის ჯოხი მისი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ ამოუღიათ, თუმცა საიდან ამოიღეს არ იცის.
საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზოგადი განცხადება 23 ივნისს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მუშაობს, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია და სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ "კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა", თუმცა არ უთითებენ, იყო თუ არა იქ მანქანა და რამდენი. ამ დრომდე უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში ბრალდებული ან ბრალდებულები. საჯარო განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა.
აღსანიშნავია, რომ საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მან პარალელი ხორავას ქუჩის საქმესთან გაავლო და თქვა, რომ გარკვეული შიშები აქვს, რამდენად ეფექტურად და დროულად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. ომბუდსმენმა დაზარალებულის ოჯახს დახმარება შესთავაზა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ჩაერთოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
-
გადახედვარა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — მეთიუ მილერი რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — მეთიუ მილერი
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი სალომე ზურაბიშვილი: საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი
-
გადახედვაგორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
-
გადახედვათეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე თეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე
-
გადახედვამდინარაძე: აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს! მდინარაძე: აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს!
-
გადახედვაოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს
-
გადახედვანიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით ნიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით
-
გადახედვაგიორგი მარგველაშვილი: პროტესტი მოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი "პიკებით" და ჩავარდნებით გიორგი მარგველაშვილი: პროტესტი მოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი "პიკებით" და ჩავარდნებით
-
გადახედვაურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაინდოეთში ავტობუსი ამობრუნდა - დაიღუპა სულ მცირე 36 ადამიანი ინდოეთში ავტობუსი ამობრუნდა - დაიღუპა სულ მცირე 36 ადამიანი
-
გადახედვაროცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია როცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: საიას შუამდგომლობა ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნონა ქურდოვანიძე: საიას შუამდგომლობა ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც - ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან მამუკა ხაზარაძე: წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც - ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა
-
გადახედვაბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაკალაძე პრეზიდენტზე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს შეკითხვებს კალაძე პრეზიდენტზე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს შეკითხვებს
-
გადახედვასაპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან
-
გადახედვარუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს "ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი" დაერქვა რუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს "ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი" დაერქვა
-
გადახედვავიდეო: რიანა Savage x Fenty-ს კამპანიაში შვილებთან ერთად გადაიღეს ვიდეო: რიანა Savage x Fenty-ს კამპანიაში შვილებთან ერთად გადაიღეს
კომენტარები