იმუშავე საიდანაც გინდა - აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს
ფოტო: თიბისი
აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს.
თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო.
გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება.
გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.
"აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს:
- თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას;
- თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ;
წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები