მაიას ტომის უძველესი და ყველაზე დიდი მონუმენტი, რაც აქამდე გვინახავს — აღმოჩენა
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მაიას ტომის ყველაზე ძველი ცერემონიული ნაგებებოა სეიბალი იყო, რომელიც ქრისტეს შობამდე დაახლოებით 950 წელს აშენდა. თუმცა, ახალი აღმოჩენის მიხედვით, რომელიც მექსიკის შორეულ სამხრეთში გაკეთდა, ეს ტიტული Aguada Fénix-ს ეკუთვნის.
ეს უკანასკნელი 1 400 მეტრის სიგრძის ნაგებობაა, რომელიც არქეოლოგების აზრით ქრისტეს შობამდე 1000-800 წლებში აშენდა. "ჩვენი ცნობებით, ეს მაიას ტომის ყველაზე მონუმენტური ნაგებობაა". — ამბობს არქეოლოგი ტაკეში ინომატა, რომელიც გუნდთან ერთად გაკეთებული აღმოჩენის შესახებ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება.
ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს გიგანტური ნაგებობა ამდენი ხნის მანძილზე ვერავინ შეამჩნია.
"აღმოჩენის ადგილი განვითარებულია", —ამბობს ინომატა. "ეს უბრალო ტყე არაა. აქ ხალხი ცხოვრობს. თუმცა, იმის გამო, რომ ნაგებობა ბრტყელი და გიგანტურია, ის უბრალოდ ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილს გავს".
Aguada Fénix-ის ხმელეთიდან შემჩნევა რთულია, მისი არსებობის შესახებ მეცნიერებმა საჰაერო დაკვირვებიდან შეიტყვეს, როცა LIDAR ტექნოლოგიის გამოყენებით, არქეოლოგებმა ბუნებრივ ლანდშაფტში ანომალია შენიშნეს.
ნაგებობა მაიასთვის ტრადიციული დაგეგმარებით არის აშენებული და მექსიკის სხვა კუთხეებში გაკეთებულ აღმოჩენებს წაააგავს. თუმცა, მაიას სხვა ნაგებობისგან განსხვავებით, Aguada Fénix-ს ადამიანის ქანდაკებები აკლია. ახალაღმოჩენილ ნაგებობაში მეცნიერებმა მხოლოდ ცხოველის ქანდაკებას მიაგნეს.
არქეოლოგების თქმით მსგავსი აღმოჩენები კაცობრიობის წარსულის უკეთ გაგებაში გვეხმარება. ინომატას თქმით, უძველესი დახვეწილი სტრუქტურების აღმოჩენა ადამიანების შესაძლებლობებზე და მათ პოტენციალზე ბევრს გვეუბნება.
კომენტარები