SpaceX-მა აფეთქებისას Starship-ის კიდევ ერთი პროტოტიპი დაკარგა
29 მაისს, SpaceX-ის Starship რაკეტის მეოთხე პროტოტიპი ტესტირებების დროს აფეთქდა. ძრავის ამუშავებიდან მალევე რაკეტა ცეცხლში გაეხვა, სატესტო მოედანი კი დაზიანდა. წარუმატებელი ტესტირება SpaceX-ის ისტორიული მისიის წინა დღით მოხდა — კომპანიის მიერ შექმნილი CrewDragon-ით NASA-ს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაეშვებიან. მისია კანავერალის კონცხზე, ფლორიდაში, რაკეტა ფალკონ 9-ით განხორიცელდება.
Starship პროტოტიპის მარცხი NASA-ს მოახლოებულ მისიასთან არანაირ კავშირში არ არის, თუმცა SpaceX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Starship-თან დაკავშირებულ სამუშაოებს დროებით აჩერებს და ამჟამად მთლიანად ეკიპაჟიან მისიაზეა ორიენტირებული.
"მე SpaceX-ის პრიორიტეტები შევცვალე, რათა ეკიპირებულ მისიაზე ბოლომდე ვიყო ფოკუსირებული. ეს კი Starship-თან დაკავშრებულ სამუშაოებს შეანელებს", — განაცხადა მასკმა 26 მაისს, ერთ-ერთ ინტერვიუში.
პროტოტიპი, რომელიც აფეთქდა SpaceX-ის სამომავლო Starship-ის ნიმუშს წარმოადგენდა, რაკეტის, რომლის შექმნაც კომპანიას ადამიანების მთვარეზე და მარსზე გასაგზავნად სურს. აფეთქება კიდევ ერთი წარუმატებლობაა, რომელმაც Starship პროტოტიპი გაანადგურა. SpaceX-მა სამი პროტოტიპი უკვე დაკარგა.
ამჟამად უცნობია დაშავდა თუა რა ვინმე აფეთქებისას, SpaceX-ს საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
კომენტარები