ავსტრალიაში ხავერდოვანი გეკონის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ხავერდოვანი გეკონი ძირითადად სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს. თუმცა, Zootaxa-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერები ჩრდილოეთ ავსტრალიაში გაკეთებულ აღმოჩენაზე წერენ. ხავერდოვანი გეკონის ახალი სახეობა Oedura nesus, გრუტ ეიტლანდტის კუნძულზე იპოვეს.
"ეს სახეობა თავიდან Oedura bella გვეგონა", — ამბობს კვლევის თანაავტორი პოლ ოლივერი. "თუმცა, მაინც ვეჭვობდით, რომ ახალ სახეობასთან გვქონდა საქმე. საბედნიეროდ, ადგილობრივი მთავრობის და რეინჯერების დახმარებით, გენეტიკური ანალიზისთვის მასალები შევაგროვეთ და ცხოველს ფოტოებიც გადავუღეთ".
ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბოლო დროს მრავალი აღმოჩენა გაკეთდა. ბოლო წლებში, ავსტრალიის ამ რეგიონში მეცნიერებმა 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოეთ ავსტრალიის მიმდებარე კუნძულებზე უამრავი გადაშენების პირას მყოფი სახოება ცხოვრობს, რაც რეგიონს ზოოლოგებისთვის და კონსერვაციონისტებისთვის დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.
"ამჟამად ჩრდილოეთის რეპტილიების სახეობების ერთგვარ საველე სახელმძღვანელოს ვწერ, სახეობათა სია კი სწრაფად იზრდება ამიტომ, ახალ აღმოჩენებთან დაწევა მიჭირს", —ამბობს მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის ჯოლი. "ეს ძალიან სასიხარულოა იმიტომ, რომ რეგიონის ბიომრავალფეროვნებაზე უკეთეს წარმოდგენას ვიქმნით".
კომენტარები