10 უიღბლო საკვები, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ მაინც არ უყვართ
ფოტო: Dribbble
ხილისა თუ ბოსტნეულის რიგებში არაერთი ცნობილი პროდუქტია, რომელთაც სხვადასხვა საკვების დასამზადებლად ადამიანების ერთი ნაწილი ყველაზე ხშირად იყენებს, მეორე ნაწილი კი მათ დასანახად ვერ იტანს.
მართალია, ვერავინ აიძულებს ვინმეს, მაგალითად, ნიორი შეაყვაროს, თუ ის სულაც არ უყვარს, მაგრამ ამ სტატიაში იმ პროდუქტების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იწუნებენ, არადა ისინი უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო მინერალითაა სავსე, რამაც რომელიმე კონკრეტული ხილისა და ბოსტნეულის მიმართ თქვენი ანტიპათიაც შეიძლება გადაწონოს კიდეც.
1. ბროკოლი
იმდენად ბევრ ადამიანს არ უყვარს ბროკოლი, რომ მეცნიერული კვლევის ჩატარებაც არ იქნებოდა ურიგო, თუ რატომ გამოუცხადა ომი კაცობრიობამ ბროკოლის. არადა ის ისეთი აუცილებელი ვიტამინებითაა მდიდარი, როგორებიცაა B1, B2, B3, B6. ასევე შეიცავს დიდი ოდენობით რკინას და კალიუმს.
2. ხახვი
ბროკოლიზე არანაკლებად ერჩიან ხოლმე ხახვს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას წვნიანის ზედაპირზე მოტივტივეს შენიშნავენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა ბევრი კულტურის მსგავსად ხახვს ქართულ სამზარეულოშიც აქტიურად გამოიყენებენ და სხვადასხვა კვლევის თანახმად, ის ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კიბოს წარმოქმნის ალბათობას ამცირებს და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას უწყობს ხელს.
3. ავოკადო
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი საკმაოდ ძვირი ღირს და მთელ რიგ ქვეყნებში გახუხულ პურთან ერთად მისი მირთმევა მდიდრულ საუზმედაც კი ითვლება, ადამიანების არც ისე მცირე ჯგუფი ამას არად დაგიდევთ, რადგან ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება მოიხიბლო მისი უცნაური გემოვნური თვისებებით.
ავოკადოს მოყვარულების სასარგებლოდ კი უნდა ითქვას, რომ ის ისეთი აუცილებელი ვიტამინებითაა მდიდარი, როგორებიცაა K, C, E, B5 და B6.
4. ბადრიჯანი
შეგვიძლია, თამამად ვივარაუდოთ, რომ ბადრიჯანს საქართველოში სახელი აჯაფსანდალმა გაუფუჭა: ამ კერძის სახელწოდებას იმდენად ხშირად მოიხსენიებენ უარყოფით კონტექსტში, რომ მისი აუცილებელი კომპონენტის — ბადრიჯნის მიმართ ბევრს ცუდი წინასწარგანწყობა უყალიბდება.
არადა იმასთან ერთად, რომ ის ძალიან დაბალკალორიულია, ამასთანავე შეიცავს სასარგებლო ნახშირწყლებს, მანგანუმსა და კალიუმს.
5. ბრიუსელის კომბოსტო
შეიძლება, რთული გასაგებია, თუ რას შეიძლება ერჩოდე ამ პატარა, კოხტა და მოხდენილ კომბოსტოებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბევრს არ უყვარს. მოწინააღმდეგეების გულს ბრიუსელის კომბოსტო იმითღა თუ მოიგებს, რომ სასარგებლო მინერალებთან ერთად დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების განვითარების შანსს ამცირებს.
6. ისპანახი
მართალია, თუ ერთხელ მაინც მოგიმზადებიათ ისპანახი თავად, გეცოდინებათ, რომ თავისი მოცულობით მარტივად გატყუებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შეუძლებელია დააიგნორო მისი სიმდიდრე K, A, C და B2 ვიტამინის ფლობის თვალსაზრისით.
7. გრეიპფრუტი
ციტრუსებს შორის გრეიპფრუტი, ალბათ, ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის მომწარო-მომჟავო გემოს. თუმცა ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თავისი ჯანსაღი შემადგენლობით ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაშიც კი ეხმარება.
8. ჭარხალი
სტაფილოსთან ერთად ჭარხლის შესახებ ბავშვობაში, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ხშირად უმეორებდნენ, რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რაც მართლაც ასეა. თუმცა, ამის მიუხედავად, მას სტაფილოსთან შედარებით ნაკლებად გაუმართლა და ბევრმა ვერ შეიყვარა.
9. სოკო
მიუხედავად იმისა, რომ თავისი მრავალი სახეობითა და გემოთი სოკოს ხშირად შეუძლია ადამიანის გაოცება, მას ბევრი მაინც არ სწყალობს. არადა საკვებად ვარგისი სოკო ორგანიზმისთვის საჭირო არაერთ ნივთიერებას შეიცავს, იქნება ეს სპილენძი თუ ანტიოქსიდანტები.
10. პომიდორი
მათთვის, ვინც პომიდორს არათუ კონკრეტულ კერძში, არამედ უმადაც მშვენივრად გეახლებათ, ალბათ, რთული დასაჯერებელია, რომ ვინმეს ის არ უყვარს. ბევრ სხვა გემოებთან სრულ შესაბამისობასთან ერთად პომიდორი ისეთ სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს, როგორებიცაა ლიკოპინი, კალიუმი და K1 ვიტამინი.
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა










კომენტარები