DataFest Tbilisi სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება
Სამი წარმატებული წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება.
DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს — ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე).
ვინ არიან DataFest Online-ის სპიკერები?
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინა თავისი ორგანიზაცია DataFest Tbilisi-ზე. ვარსკვლავური სპიკერების სიმცირით არც DataFest Online გამოირჩევა და ის უმასპინძლებს სპიკერებსა და ტრენერებს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა.
ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI.
კომენტარები