50 წელიწადში, შესაძლოა, დედამიწის მესამედი საჰარასავით ცხელი გახდეს
ახალი მოდელის მიხედვით, 2070 წლისთვის დედამიწის მესამედი ისეთივე ცხელი იქნება, როგორც საჰარის უდაბნო ახლა.
ამან, შესაძლოა, დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანი უსახლკაროდ დატოვოს და მათ საშინელი ტემპერატურის პირობებში მოუწიოთ ცხოვრება. ასევე, შეუძლებელი იქნება მიწის დამუშავება და მარცვლეულის მოყვანა, რაც ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კვლევა ორშაბათს, ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა და გვიჩვენებს, თუ როგორ გადაიქცევა დასახლებული კონტინენტები გაუდაბურებულად — განსაკუთრებით ბრაზილია, ჩრდილოეთ აფრიკა და ინდოეთი.
რაც შეეხება რუსეთს, კანადასა და არქტიკას, დროთა განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე ზომიერი კლიმატი ჩამოყალიბდება.
როდესაც დედამიწის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად შესაფერისი ტემპერატურის ზღვარს გადასცდება, ზომიერი ტემპერატურის მქონე ტერიტორიებს უამრავი ლტოლვილი მიაწყდება — ეს კი ნიშნავს, რომ მომავალ ათწლეულებში დედამიწის მოსახლეობის ნახევარს ახალი სახლის ძებნა მოუწევს.
კომენტარები