ვყიდი თითქმის ყველანაირ საკუთრებას, სახლის ქონასაც აღარ ვაპირებ — ილონ მასკი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ილონ მასკმა მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობის გადაფასება გადაწყვიტა და პირველ მაისს ტვიტერზე განაცხადა, რომ ამ პროცესის პირველი ნაბიჯი თითქმის მთელი ქონების გაყიდვა იქნება.
მან ასევე თქვა, რომ იგი აღარც სახლის ფლობას აპირებს. ამჟამად კი მასკის საკუთრებაში შვიდი, ჯამში დაახლოებით 100 მილიონი ღირებულების სახლია.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მასკმა ასევე განაცხადა, რომ იგი COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კარანტინს ეწინააღმდეგება. მისი აზრით, ეკონომიკური საქმიანობა უნდა აღდგეს, ადამიანების სახლებში გამოკეტვა კი ფაშისტური გადაწყვეტილებაა.
ამჟამად უცნობია, თუ რატომ სურს მასკს ქონების უმეტესობის გაყიდვა ან სად უნდა იცხოვროს სახლის არარსებობის შემთხვევაში. Tesla-ს წარმომადგენელს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები