10-დღიანი გეგმა: როგორ გავართოთ ბავშვები სახლში ისე, რომ ძალა არ გამოგვეცალოს
ფოტო: Jumbo
პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში მშობლებს უამრავი თავსატეხი გაუჩნდათ: მუშაობის პარალელურად, მათ ბავშვებსაც უნდა მიხედონ, გაკვეთილების მომზადებაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა, ონლაინ შეხვედრებსაც დაესწრონ და კვებაც უზრუნველყონ. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი და სტრესულია.
როგორ ვაქციოთ ბავშვებთან გატარებული დრო სასიამოვნოდ არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც?
გაეროს ბავშვთა ფონდი ამ კითხვაზე საპასუხოდ მშობლებს ყოველდღიურად ერთ მარტივ აქტივობას სთავაზობს. კამპანია #ვსწავლობთსახლში #ვერთობითსახლში გლობალური გამოწვევის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმსუბუქებს მშობლებს ტვირთს.
ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები სპეციალისტების მიერ ისეა შედგენილი, რომ მშობლებისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ბავშვებს კი სტრესის მოხსნაში ეხმარება.
1. პირველი დღე — მოაწყვეთ შტაბი
სკამებისა და საბნის ან პლედის დახმარებით შექმენით მყუდრო ადგილი. დაიხმარეთ პატარებიც, შეიტანეთ ბალიშები და მათი საყვარელი სათამაშოები ან წიგნები. ეცადეთ, მოარიდოთ ბავშვი მასტიმულირებელ ხმებს და გარემოს, რათა განტვირთვა გაუადვილდეს. შეიძლება დამამშვიდებელი მუსიკის ჩართვაც.
2. მეორე დღე — მხიარული აბაზანა
აბაზანის შხეფები, წყლის ხმა და მისი შეგრძნება, ქაფი და სურნელოვანი ზეთის რამდენიმე წვეთი — ამ ყველაფერს შეუძლია, თქვენი პატარა დაამშვიდოს. ბავშვებს ასევე ძალიან უყვართ აბაზანის მოცურავე სათამაშოები.
შემდეგ კი შეგიძლიათ, მყუდროდ ჩათბუნდეთ და ზღაპრები წაიკითხოთ.
3. მესამე დღე — ენერგომზომი
დღეს კიდევ ერთ ხერხს გასწავლით სტრესის და მოზღვავებული ენერგიის სამართავად. თქვენს ბავშვთან ერთად დახატეთ თერმომეტრი. ძირში დაუხატეთ ზღვის ვარსკვლავი ან სხვა რომელიმე წყნარი ცხოველი (მაგალითად, კუ), თავში კი ქარიშხალი მიახატეთ. ჰკითხეთ პატარას, ამ ცხოველივით მშვიდად გრძნობს თავს თუ ქარიშხალივით აღელვებულია. როცა ბავშვი ენერგიით არის დამუხტული, ერთად დასხედით და ეცადეთ, მოიფიქროთ, როგორ დაუბრუნდეთ ზღვის ვარსკვლავის მდგომარეობას. მაგალითად, ბურთის ხტუნაობა ენერგიას გამოათავისუფლებს.
ეს აქტივობა დღეში რადენჯერმე გაიმეორეთ და დაეხმაროთ პატარას, აგიხსნათ, ენერგიულობის დონეები. დილით შეგიძლაით, შესთავაზოთ, ჩაგეხუტოთ და ერთად უყუროთ ანიმაციას. ან ცოტა გაირბინ-გამოირბინოს, სანამ თქვენ საუზმეს უმზადებთ.
4. მეოთხე დღე — გაშეშობანა
კიდევ ერთი საინტერესო გასართობი - "გაშეშობანა". ტელეფონში ან კომპიუტერში ჩართეთ რაიმე მხიარული, ცოცხალი მუსიკა. უთხარით თქვენს ბავშვს, ნებისმიერი სახის ცეკვა შეასრულოს (შეგიძლიათ, დასაწყისისთვის აჩვენოთ კიდეც). ცოტა ხნის შემდეგ გააჩერეთ მუსიკა და დაიძახეთ "გაშეშდი". ბავშვი უნდა გაშეშდეს იმ პოზიციაში, რაც მუსიკის გაჩერებისას ჰქონდა, შემდეგ კი ხელახლა ჩართეთ მუსიკა და ცეკვა გააგრძელეთ. თუ შეატყობთ, რომ პატარას მოსწონს, რამდენჯერმე გაიმოიყენეთ გაშეშების ჯადოსნური სიტყვა.
ამავე თემაზე:
მოდი, ვითამაშოთ რამე — ანუ როგორ გავართოთ პატარები სახლში
5. მეხუთე დღე — ღრმად სუნთქვა
ღრმად ჩასუნთქვა რომ დამშვიდებაში გვეხმარება, ყველამ ვიცით. დაწექით იატაკზე ან საწოლზე თქვენ და ბავშვი, მუცელზე დაიწყვეთ რბილი სათამაშო. ეცადეთ, ღრმად ჩასუნთქვისას მუცლის გამობერვის გამო სათამაშო გადაკოტრიალდეს და ამოსუნთქვისას თავის ადგილს დაუბრუნდეს. ასე პატარებს ასწავლით ღრმად ჩასუნთქვისას მუცლის გამოყენებას, რაც მათ დამშვიდებაში დაეხმარება.
6. მეექვსე დღე — საპნის ბუშტები
კიდევ ერთი იდეა, რომელიც ღრმად სუნთქვის ელემენტს შეიცავს: ბავშვებს სთხოვეთ, საპნის ბუშტები გაბერონ. ამისთვის ფრთხილად და ძალიან ნელა უნდა შეუბერონ სული.
ასევე საინტერესო იქნება, საკუთარი ხელის დახმარებით სცადონ ბუშტის გაბერვა. საჩვენებელი და ცერა თითით შეკრან წრე, ჩაყონ ხელი საპნიან სითხეში და როგორც ზემოთ ვთქვით, ფრთხილი შებერვით გაბერონ ბუშტი. მოკლედ, იექსპერიმენტეთ.
7. მეშვიდე დღე — ვითომ სანთლებს ვაქრობთ
სთხოვეთ პატარებს, შეისუნთქონ ისე, თითქოს ყვავილს ყნოსავენ და ამოისუნთქონ, ვითომ დაბადების დღის სანთლებს აქრობენ. აჩვენეთ, როგორ გააკეთონ ეს სწორად. (პატარებისთვის შეიძლება, ეს რთული აღმოჩნდეს, ამიტომ წინა დღეებში შემოთავაზებული სავარჯიშოები სცადეთ)
8. მერვე დღე — ზარმაცი ფისო
იოგა თქვენი და თქვენი ბავშვის გონებისა და სხეულის გაჯანსაღებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. თუ იცით მარტივი პოზიციები, აუხსენით პატარას. ასე მათ ემოციების კონტროლსა და დამშვიდებაში დაეხმარებით.
მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ ზარმაცი ფისუნა ხართ და ეს-ესაა გაიღვიძეთ. გემოზე დაამთქნარეთ და დაიძახეთ "მიაუ". დაჭიმეთ ხელები, ფეხები და ზურგი, ნელ-ნელა, როგორც კატას შეეფერება და მოდუნდით.
9. მეცხრე დღე — სასაცილო ისტორია
ეს აქტივობა 4+ წლის ბაშვებს უფრო მოეწონებათ. ასეთ თამაშს ვთამაშობთ: ოჯახის ერთი წევრი იწყებს ისტორიის მოყოლას და შემდეგ სხვა წევრები რიგრიგობით ამატებენ ამ ისტორიის გაგრძელებას. მაგალითად "ერთხელ დავითი სასეირნოდ წავიდა. პირველი, რაც მან დაინახა იყო..." შემდეგ, ვისი ჯერიც მოდის ის აგრძელებს. მაგ: "წითელი ჟირაფი!", ასე, უფრო მარტივად გაიგებენ პატარები და თან სასაცილო ისტორიასაც შექმნით. შეგიძლიათ დახატოთ კიდეც ეს ოჯახური ისტორია და შემდგომ სხვებს გაუზიაროთ ფეისბუქის ან სხვა არხების სასუალებით.
10. მეათე დღე — ვწერთ წერილს
ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, წერილი შეიძლება, თვითონ დაწეროს ან თქვენ გიკარნახოთ. მისწერეთ, მაგალითად ბებიას, თუ რას აკეთებდით დილით, როგორ გაატარეთ შუადღე და ა.შ. გაუგზავნეთ ან წაუკითხეთ ტელეფონით.
თუ ბავშვს წერა დამოუკიდებლად შეუძლიათ, შესთავაზეთ "მოდი, დაწერე ისტორია, რა მოხდა დღეს". (უფრო პატარას შეიძლება, თქვენ დაუწეროთ ნაკარნახევის მიხედვით და დასურათებაშიც დაეხმაროთ).
თუ გადაწყვეტთ, რომ ეს აქტივობები ბავშვთან ერთად განახორციელოთ, #ვსწავლობთსახლში #ვერთობითსახლში ჰეშთეგების საშუალებით შეგიძლიათ თქვენი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ. კიდევ უფრო მეტი სასარგებლო რჩევისთვის კი Unicef Georgia-ს ფეისბუქ გვერდს ადევნეთ თვალი.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები