ცერცვაძე: არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც რემდესივირს მიიღებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს იმედი, რომ COVID-19-ის მკურნალობისთვის საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პრეპარატის მწარმოებელ კომპანია გილიადთან საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის მედიკამენტებს სწორედ ეს კომპანია აწვდის.
"ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლებს ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს კომპანიას, რომ გაითვალისწინო საქართველოსთან მისი წარმატებული ისტორია. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს რემდესივირს. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო ენტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ", — აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.
"მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს", — ამბობს ის. მონცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონავირუსით ინფიირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.
ფაუჩის განმარტრებით, "რემდესივირის ჯგუფში" შემავალი პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ 11 დღეში ეწერებოდნენ, პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი 15 დღეში.
"რაც დამტკიცებულია ის არის, რომ მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია", — ამბობს ფაუჩი.
ჯერჯერობით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ არც ერთი მედიკამენტი არ დაუმტკიცებია. თუმცა, The New York Times-ის მიხედვით, FDA გეგმავს, რომ რემდესივირის გამოყენება გადაუდებელი საჭიროების ფორმით დაჩქარებულად დაუშვას.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები