გახარია: კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. როგორც მან გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 1 500 ლარამდე ხელფასი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
ფოტო: კადრი ვიდეოდა
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
საწყის ეტაპებში გაერთანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: სესხების გადავადება, კომუნალურები და ა.შ. მომდევნო ეტაპები კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერად ან რამდენიმეთვიანი დახმარებას და ეკონომიკის ამუშავებისთვის საჭირო ნაბიჯებს აერთიანებს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპად მთავრობა 13 მარტიდან პირველ აპრილამდე გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს და მათ ბიუჯეტზეც ავრცელებს ინფორმაციას:
- კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება — 150 მლნ;
- 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა — 15 მლნ;
- ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება — 90 მლნ;
- მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა — 10 მლნ;
- ავტომობილების განბაჟების გადავადება — 50 მლნ;
- სესხების 3 თვით გადავადება მოქალაქეებისთვის;
სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის; - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო მასალების ფასის ზრდი დაზღვევა — 200 მლნ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე.
კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრებით -4%-იან ეკონომიკურ ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლებში 1,8 მილიარდი ლარის დაკარგვას ელიან. პრემიერის თქმით, სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
გახარიას განცახდებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან მუშაობის შედეგად $1,5 მილიარდის დახმარების გარანტია მიიღეს. ასევე, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა $1,5 მილიარდზე.
სამსახურის გარეშე დარჩენილთა დაფინანსება და სოციალური დახმარება
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მათი თქმით, ეს დახმარება ბიუჯეტს 460 მლნ ლარი უჯდებათ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადადა 300 ლარს მიიღებენ. ამ აქციის ბიუჯეტი 75 მილიონია.
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას, რომელიც 250 მილიონი ლარი ჯდება. კერძოდ:
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან;
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა — 45 მლნ;
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი — 13 მლნ;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები — 40 მლნ;
პენსიები
ანტიკრიზიეული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხი, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მთავრობა ამას პენსიების ინდექსაციის წესის შემოღებას უწოდებს, რომლის მიხედვითაც:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.
ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცახდებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ისევ ძალაშია პირველი ივლისიდან პენსიების 30 ლარით გაზრდა.
კერძო სექტორი
მთავრობის განცხადებით, მეწარმეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:
- ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება — მთავრობის აზრით, ეს ბიზნესს 600 მლნ-ს დაუბრუნებს;
- კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონის გრძელვადიანი რესურსი;
- ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
მთავრობის განმარტებით, ამ 500 მილიონიდან, 300 არის გათვალისწინებული საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.
აწარმოე საქართველოში
მთავრობის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში ჩართული სუბიექტების დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:
- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდას;
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილებას;
- საქმიანობის სახეობების ზრდას;
- სესხის/ ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევას;
- საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდას.
სოფლის მეურნეობა
გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
პრემიერის განმარტებით, თუ სოფლად მაცხოვრებელი გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას, სახელმწიფო მას გრანტის სახით ფინანსური რესურსით დაეხმარება.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
პრემიერის თქმით, ამ პროდუქტით სარგებლობას 5 ათასი ფერმერი შეძლებს.
- სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა
პრემიერის თქმით, ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირის გადასახადი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გროვდებოდა გაუქმდება და ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
"იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე", — თქვა გიორგი გახარიამ.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები