ნიუ-იორკში ქორწინების რეგისტრაცია მალე ვიდეო ზარითაც შესაძლებელი იქნება
იმის გამო, რომ ნიუ-იორკის ქორწინების რეგისტრაციით დაკავებული ბიუროები კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა, ქალაქის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შაბათს ახალი განკარგულება გამოსცა. გუბერნატორის განცხადებით შტატში მალე ქორწინების რეგისტრაცია დისტანციურად იქნება შესაძლებელი.
"როცა საქმე ქორწინებაზე მიდგება, ახლა უკვე მოსამიზეზებელი აღარაფერია. ამის გაკეთება Zoom-ით შეგიძლიათ", — აცხადებს ქუომო.
მოგეხსენებათ, რომ ნიუ-იორკი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მოქალაქეებს სახლში დარჩენა და სოციალური დისტანციის დაცვა უწევთ. ჰეშთეგი #ZoomWeddings აერთიანებს მოძრაობას, რომელიც ხელს უწყობს წყვილებს არ გადადონ საკუთარი ქორწინების თარიღი პანდემიის გამო და ქორწილი ყველა საჭირო წესის დაცვით დისტანციურად ჩაატარონ. ქორწინების ცერემონიაზე Zoom-ით დასწრება ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც შეეძლებათ.
კომენტარები