კომპანია Intuitive Machines-მა განაცხადა, რომ დამშვები Nova-C-თვის მთვარეზე შესაფერისი ადგილი შეარჩიეს. IM-1 მისიის გაშვება SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით, 2021 წლის ოქტომბერში იგეგმება. იგი ქარიშხლების ოკეანის სახელით ცნობილ რეგიონში, შროტერის დაბლობზე დაეშვება. აღნიშნული ადგილი NASA-ს მიერ 1960-იან წლებში, შემდეგში გაუქმებული მისიისთვის, Apollo 18-თვის შეირჩა.

ქარიშხლების ოკეანე ერთ დროს მართლაც იყო ოკეანე, ოღონდ არა წყლის, არამედ გამდნარი მაგმის.

Nova-C მთვარის ზედაპირზე კომერციულ ტვის ჩაიტანს. მას 100 კგ ტვირთის გადატანა და 200 ვატი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია. ის ასევე დაშვებისა და საფრთხის აცილების სისტემებსაც გამოცოდის, რომელიც Intuitive Machines-ის მიერაა შექმნილი.

სხვა ორი კომპანიასთან, Astrobotic-სა და Orbit Beyond-თან თანამშრომლობით, Intuitive Machines-მა 2019 წლის მაისში კონტრაქტი დადო, რომ NASA-ს მთვარის კომერციული ტვირთის პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე სააგენტოს ტვირთს ჩაიტანს. თუმცა, აღსანშნავია, რომ Orbit Beyond კონტრაქტში აღარ იღებს მონაწილეობას.

IM-1 მთვარეზე აშშ-ში ნასას სხვადასხვა ლაბორატორიაში შექმნილ 12 სამეცნიერო ინსტრუმენტსაც ჩაიტანს.