მეცნიერებმა შავი ხვრელების უცნაური შეჯახება დააფიქსირეს
2019 წლის 12 აპრილს გრავიტაციული ტალღების დეტექტორებმა შავი ხვრელების შეჯახებისგან წარმოქმნილი ვიბრაციები დააფიქსირეს. მეცნიერებმა მათი შესწავლა გადაწყვიტეს და როგორც აღმოჩნდა, იგი აქამდე შესწავლილ სიგნალებს არ ემთხვეოდა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის შესაფერისი შავი ხვრელების ნაცვლად, საქმე არათანაბარ შავ ხვრელებტან ქონდათ — ერთი მათგანი მეორეზე სამჯერ ან ოთხჯერ მასიური იყო. აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 18 აპრილს ჩატარებული ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადეს.
"ეს ნამდვილად გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც 10 ბინარულ შავ ხვრელს ვიკვლევდით, ამ მოვლენას არ მოველოდით", — განაცხადა კვლევის ავტორმა მაია ფიშბეხმა.
მეცნიერები ამ 10 წყვილს 2015-დან 2017-წლამდე სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი იყო შეჯახებები, ორი შავი ხვრელი ყოველთვის თითქმის ერთი ზომის იყო.
"ჩვენ აქამდე რამდენიმე ბინარული შავი ხვრელი დაგვიფიქსირებია, თუმცა აქამდე არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი მეორეზე ოთხჯერ დიდი იყო", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერმა ფრენკ ოუმმა.
ობიექტები 2,4 მილიარდი სინათლის წელიწადით არიან დაშორებულები, ერთი მათგანი ჩვენს მზეზე დაახლოებით რვა, მეორე კი 30-ჯერ მასიურია. აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს შავი ხვრელების დაწყვილების შესახებ მეტი რამ გაიგონ.
"ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რომ მსგავსი სისტემები არსებობს და ისინი საკმაოდ იშვიათები არიან. მათზე დაკვირვება საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ როგორ ფორმირდნენ ისინი", — განაცხადა იტალიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა ჯიანკალო ჩელამ.
"ეს მოვლენა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია", — განაცხადა ფიშბეხმა.
კომენტარები