პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ
ფოტო: თიბისი
თიბისი განაგრძობს მოქალაქეების და ბიზნესების მხარდაჭერასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას. პროგრამის #თიბისიშენთვის მორიგი ინიციატივის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ხანდაზმული დახმარებას მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია.
თიბისი ბენეფიციარებს დახმარებას ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუწევს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი - კათარზისი, საქველმოქმედო ფონდი - საქართველოს კარიტასი, საზოგადოება - საქართველოს წითელი ჯვარი - საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 14 მსხვილ და მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდებათ.
"ქვეყანაში არსებული გამოწვევის დასაძლევად, თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საბანკო შეღავათები შევთავაზეთ; ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ საბანკო მომსახურება სრულიად უსაფრთხოდ, დისტანციურად მიიღონ; სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჭირო ტექნიკით ვამარაგებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა სწავლის ონლაინ პროცესთან; ვცდილობთ ვიზრუნოთ ყველაზე ცხელ წერტილებში დასაქმებულ პერსონალზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლისთვისაც ახალ რეალობასთან ადაპტირება ყველაზე რთულია. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს დღეს ხანდაზმულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი პროდუქციით და ხელის შეწყობა, რომ გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. ხანდაზმულებისთვის მხარდაჭერა პროგრამის - #თიბისიშენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იგეგმება კიდევ უფრო მეტ ფონდთან პარტნიორობა იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოციალური დახმარების ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე კეთდება.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
კომენტარები