Microsoft ვიუნდოუს 10-ის სასტარტო მენიუს განახლებას გეგმავს. განახლებული აიკონები დღეს Windows Insider-ის პოდკასტში გამოჩნდა. როგორც ჩანს, მაიკროსოფტის განახლებულ დიზაინში Live Tiles მეორეხარისხოვანი ხდება.

Microsoft-მა Live Tiles ვინდოუს 10X-დანაც გააქრო, მაგრამ მათი თქმით, დესკტოპ ვერსიაზე ისინი ახალი დიზაინის მიუხედავად მაინც შენარჩუნდება, თუმცა მთავარი აქცენტი მათზე აღარ გაკეთდება.

კომპანიის თქმით, ახალი მენიუ ვიზუალურად უფრო ადვილად აღიქმება, რაც მასში ამა თუ იმ პროგრამის მოსაძიებლად საჭირო დროს შეამცირებს.

ახალი (გამჭვირვალე) და ძველი (ფერადი) სასტარტო მენიუ

ძველი (ფერადი) და ახალი (გამჭვირვალე) სასტარტო მენიუ

"ცოცხალი ხატულები არ ქრება, ასეთი რამ ჩვენ არასდროს გვითქვამს" — განაცხადა ბრენდონ ლებლანკმა, Windows Insider-ის გუნდის მთავრმა პროგრამულმა მენეჯერმა.