გაიგეთ, რა სტილის წვერი შეგიშლით ხელს რესპირატორის ტარებაში
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) შტატებში კორონავირუსის პოტენციური გავრცელებისთვის ემზადება. შედეგად ბევრი მოქალაქე პირბადეების და რესპირატორების აქტიურ გამოყენებაზე ფიქრობს.
აღსანიშნავია, რომ CDC მოქალაქეებს პირბადის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ურჩევს თუ ისინი სიმპტომებს ამჟღავნებენ.
CDC-ის მიხედვით, წვერმა, შესაძლოა, რესპირატორის გამოყენებაში ხელი შეგიშალოთ.
ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირი და ცხვირი კარგად იყოს დაფარული და გვერდებიდან ჰაერი არ იპარებოდეს. წვერმა შესაძლოა ამას ხელი შეუშალოს.
CDC-ის ინფოგრაფიკი წვერის სხვადასხვა სტილს აჩვენებს, რომელიც რესპირატორის ეფექტურ გამოყენებას ხელს უშლის. გრძელი წვერი ან ულვაში, რომელიც რესპირატორის საზღვრებში არ ეტევა, რეკომენდებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფოგრაფიკი მაინცდამაინც კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ შექმნილა. CDC-ის რეკომენდაცია პირველად 2017 წელს, "No Shave November"-ის ფარგლებში გამოქვეყნდა.
No Shave November სოციალური აქტივობაა, რომლის მონაწილეებიც მთელი ნოემბრის განმავლობაში წვერს არ იპარსავენ. ამ აქტივობასთან ბევრი ქველმოქმედებაც ასოცირდება.
თუ თქვენ წვერის გაპარსვა არ გსურთ და პირბადის ან რესპირატორის ტარება გიწევთ, შეგიძლიათ CDC-ის ინფოგრაფიკით ისარგებლოთ და თქვენთვის სასურველი წვერის ან ულვაშის სტილი შეარჩიოთ.
კომენტარები