Amazon-მა პერსონალისა და სალაროების გარეშე კიდევ ერთი მაღაზია გახსნა
დღეს ამაზონმა სიეტლშპირველი სასურსათო მაღაზია გახსნა, რომელშიც არავინ იმუშავებს. Amazon GO არის პროექტი, რომელიც ქსელში ამაზონის ისეთ მაღაზიებს აერთიანებს, რომლებსაც მომსახურე პერსონალი არ ჰყავს, ანუ თქვენ უბრალოდ შედიხართ მაღაზიაში, იღებთ იმ პროდუქტს რისი შეძენაც გსურთ, იხდით და გამოდიხართ.
ახალი სასურსათო სიეტლში სამშაბათს გაიხსნა. მისი ფართობი 930 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ამ კონკრეტულ მაღაზიაში სხვა პროდუქტების გარდა გაიყიდება ჯანსაღი ხორცი, ზღვის პროდუქტები, პური და მზა საკვები. ისევე როგორც ლუდი, ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები.
კომპანიამ პირველი Amazon Go მაღაზია 2018 წელს გახსნა, ხოლო საუბარი ამ პროექტის განხორციელების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო.
ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოსა და სიეტლში უკვე ამაზონის ასეთი 24 მაღაზიაა მიმოფანტული.
კომენტარები