სმარტფონების ყველაზე დიდი კონფერენცია კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო
სმარტფონების მსოფლიოში ყველაზე დიდი შოუ, Mobile World Congress წელს აღარ ჩატარდება. GSM Association-ის (GSMA) გადაწყვეტილებით, MWC 2020, რომელიც ბარსელონაში უნდა ჩატარებულიყო, აღარ გაიმართება, მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სახელდება.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც MWC თავიანთი სურვილით რამდენიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა დატოვა.
GSMA-ს აღმასრულებემა დირექტორმა ჯონ ჰოფმანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის "აფეთქების" შემდეგ ღონისძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. MWC 2020 ბარსელონაში 24 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და ის სამი დღე გაგრძელდებოდა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 42 000-ს გადააჭარბა. შემთხვევების უმეტესობა უხანსა და მის მიმდებარე ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, თუმცა ჯამში ვირუსი 25 სხვადასხვა ქვეყანაშია გამოვლენილი.
სანამ კონფერენციის გაუქმება გადაწყდებოდა, თავდაპირველად GSMA-მ განსაკუთრებული ზომების მიღება სცადა და დამსწრეებს ისიც კი განუცხადა, რომ საუბრის დროს ხელები ზედმეტად არ ექნიათ, მათ ასევე აკრძალეს ჩამოსვლა ჰუბეის პროვინციიდანაც, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოო გადაწყვეტილებით შოუ სრულად გადაიდო.
კომენტარები