ახალი LED ნათურები ოფისში მზის სინათლის სიმულაციას ქმნის
კომპანია მიცუბიშიმ ოფისში კომფორტული სამუშაო პირობების შესაქმნელად ახალი ტექნოლოგია შემოგვთავაზა — LED ნათურები, რომლებსაც ბუნებრივი სინათლის სიმულირება შეუძლია.
მიცუბიშის ახალი პანელები პატარა ჩარჩოებშია მოქცეული და მზის მოძრაობის, ინტენსივობისა და ფერის ცვლილების სიმულირებას ქმნის. დღის განმავლობაში პანელის ჩარჩოს მხოლოდ სამი მხარეა განათებული, ხოლო მეოთხე "ჩრდილშია" მოქცეული, რაც ბუნებრივი განათების ეფექტს ქმნის.
მიცუბიშის განცხადებით ოფისებსა და საწყობებში პანელების დაყენება დასაქმებულებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. კომპანია მიიჩნევს, რომ ნათურები სასარგებლო, შესაძლოა, საავადმყოფოებისა და სანატორიუმებისთვისაც იყოს — გარეთ ყოფნის შეგრძნება პაციენტებს უკეთ გახდომაში დაეხმარება.
პანელების თავდაპირველი ფასი კი 6 200 დოლარს შეადგენს.
კომენტარები