m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია
ქალაქში ცხოვრების ახალ სტანდარტი, სტილი და კომფორტი სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც წლებია, m2 დეველოპმენტთან ასოცირდება. თუმცა სამშენებლო ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის მიღწეული არასდროს გამხდარა მიზნის დასასრული, თვითგანვითარების მუდმივ პროცესს კი ყოველთვის ახლავს ახალი იდეები. 2020 წელი m2-სთვის მორიგი ეტაპის დასაწყისია, კომპანიამ მასშტაბური, ამბიციური ახალი პროექტი დაიწყო, რომელმაც "m2 დეველოპმენტს" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა.
"ახლის ძიება, ინოვაციური მიდგომები და თამამი გადაწყვეტები ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც მეტი განვითარებისა და მობინადრეებისთვის ცხოვრების განსაკუთრებული სტილის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა m2-ის ახალი პროექტის იდეაც, რომლის განხორციელებაც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. თანამედროვე დეველოპმენტში მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი ადამიანია. ამრიგად, წლების განმავლობაში, იდეალური კომფორტის ძიებამ ინდივიდუალური კომფორტის აუცილებლობამდე მიგვიყვანა, რაც ჩვენს ახალ გამოწვევადაც იქცა. ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისას, დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და სურვილებზე — რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ყოველთვის გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ, თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, ექნებოდათ ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის საშუალება და, რაც მთავარია, მომავალ თაობას ჯანსაღ გარემოში გაზრდიდნენ", — ამბობს m2 დეველოპმენტის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
სამშენებლო ბაზარზე საუბრისას, ნებისმიერ ადამიანს პირველ რიგში, m2 ახსენდება. კომპანია, რომელმაც 2020 წლისთვის უამრავი სიახლე და მასშტაბური პროექტი დააანონსა. როგორც m2 დეველოპმენტის გენერალური დირექტორი ამბობს, ამ ამბიციური კომპანიის წარმატება პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა.
"პირველ რიგში, ეს პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა. m2 ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს და ამ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში არაერთი სიახლე დანერგა. თუ ადრე ბინები შავი ან თეთრი კარკასის სახით ბარდებოდა, ჩვენ მომხმარებლებს ბინები დასრულებული რემონტითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით შევთავაზეთ მოწესრიგებული ეზოებითა და საერთო მოხმარების სივრცეებით. ასე დავიწყეთ მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის იდეის განხორციელება, რაც მათ საგრძნობლად აზოგვინებს დროს, ენერგიასა და ფინანსებს", — აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
m2-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა ახალი უბნის, "m3 საბურთალოს" იდეაც. კომფორტი ოჯახის თითოეული წევრისთვის, თანაც ხელმისაწვდომ ფასში — ამ იდეას ემსახურება ახალი პროექტის ინოვაციური კონცეფცია და ამას გულისხმობს ცხოვრების თანამედროვე კულტურაც.
"ამ პრინციპს ეყრდნობა ჩვენი ახალი უბნის m3 საბურთალოს იდეაც. 21-ე საუკუნის ახალმა გამოწვევებმა, თანამედროვე ცხოვრების რიტმმა და ქალაქში არსებულმა მდგომარეობამ, ახალი რეალობა და მოთხოვნები წარმოშვა. თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა, ის მეტს ითხოვს: პირადი კომუნიკაციის საშუალებებს, ფართო ტროტუარებს, მოწესრიგებულ და ადაპტირებულ ეზოებს, მეტ გამწვანებასა და კომფორტის ელემენტებს ოჯახის ყველა წევრისთვის (პარკი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა). ასევე სურს, თავი დაცულად იგრძნოს, ჰქონდეს განცდა, რომ მისი ოჯახის წევრებისა და ქონების უსაფრთხოება საიმედო ხელშია, თანაც, ეს ყველაფერი, ხელმისაწვდომ ფასში, რისთვისაც საკმაოდ მოქნილი შეთავაზების სისტემა გვაქვს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ახალი პროექტის ინოვაციური კონცეფცია და ამას გულისხმობს ცხოვრების თანამედროვე კულტურა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ", - აღნიშნავს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
m2-ს მომავალი მობინადრეები დამატებით კომფორტსაც იღებენ - მათ არ უწევთ ბინის მშენებლობისა და რემონტის პროცესში ზედმეტად ჩართვა. ამ სამუშაოების შესრულებას მთლიანად კომპანია უზრუნველყოფს.
"თითოეულ მომავალ მობინადრესთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ მშენებლობის დროსაც მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. თქვენ მხოლოდ ბინის მოცულობას ირჩევთ, დანარჩენი არჩევანის გაკეთებაში კი მაქსიმალურად გეხმარებით: გთავაზობთ უკვე არსებული რემონტების ტიპებს ან გაძლევთ ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას; ასევე, გვაქვს მასალის ვრცელი პალიტრა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. შესახლების შემდეგ, მობინადრე იღებს არა მხოლოდ კეთილმოწყობილ ბინასა და საერთო მოხმარების სივრცეებს, არამედ კომპლექსის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სრულ მომსახურებას. ეს ჩვენი სერვისის უძლიერესი მხარეა, რაც ჩვენი გუნდის დამსახურებაა. მიხარია, რომ დღეს მეც ამ გუნდის წევრი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთვის დაუძლეველი ჩანაფიქრი არ არსებობს", — ამბობს კომპანიის დირექტორი.
როგორც ნიკოლოზ მეძმარიაშვილი აცხადებს, კომპანიის ამჟამინდელი მიზანი და განვითარების სტრატეგია აქამდე არსებული დეველოპერული ტრადიციების დანგრევა და ახლის შექმნაა.
"ჩვენთვის ამოსავალი წერტილია საზოგადოებისთვის თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შეთავაზება. გვინდა, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება პრაქტიკაში მაქსიმალურად განვახორციელოთ და ჩვენს მობინადრეებს სრული სერვისის სახით წარვუდგინოთ. ქალაქი თავისი არსით ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის არსებულ რეალობას ერგება. 21-ე საუკუნის ქალაქი ვერ იქნება მხოლოდ ოთხი კედელი, მას აუცილებლად სჭირდება ფუნქციურად დატვირთული, პრაქტიკულად მოსახერხებელი და დროის დამზოგავი ფაქტორები, რაც ჩვენს დასრულებულ კომპლექსებს უკვე აქვს, "m3 საბურთალოს" შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული. m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია და საცხოვრებელ გარემოს, სადაც ოჯახის ყოველი წევრი თავს კომფორტულად, დაცულად, რეალიზებულად და ლაღად იგრძნობს", — აცხადებს "m2 დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები