ბლოგერმა ივან ბლასმა Motorola-ს კეცვადი სმარტფონის, ოქროსფერი Razr-ის ფოტო მოიპოვა და ის თავის ტვითერზე გაგვიზიარა.

Razr-ის გამოსვლას დიდი ხანია ველოდებით. მას ჯერჯერობით მხოლოდ Verizon-ის საიტზე ვხვდებით, სადაც ის $1 499 დოლარი ღირს, მიწოდების თარიღად კი 3 მარტია განსაზღვრული.

ფოტო: Evan Blass

ბლასს სხვა დეტალები მონაცემებისა და ფასის შესახებ არ გაუვრცელებია, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სმარტფონის ეს ვარიანტიც ისეთივე მონაცემებით გამოვა, როგორითაც სტანდარტული, შავი ფერის Razr.

Motorola Razr 2019-ს საშუალო დონის, Snapdragon 710 პროცესორი და 6,2-ინჩიანი დასაკეცი OLED პანელი ექნება, რომელთან დაკავშირებითაც მოტოროლა ფრთხილობს და ამბობს, რომ ეკრანი, შესაძლოა, ამობურცული ადგილების გაჩენისკენ იყოს მიდრეკილი.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ კეცვის ასეთი მექანიზმით სმარტფონს სამსუნგიც უშვებს — Galaxy Z Flip-ს სავარაუდოდ 11 თებერვალს, Unpacked ღონისძიებაზე S20 სერიასთან ერთად ვიხილავთ.