Motorola-ს სტილუსიანი სმარტფონის პირველი რეალური ფოტოები ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. რამდენიმე დღით ადრე რენდერი ივან ბლასმა დადო. გუშინ კი 91Mobiles-მა სმატფონის რეალური ფოტოებიც მოიპოვა.

ფოტო: 91Mobiles

როგორც ფოტოდან ჩანს, სმარტფონის კამერების განლაგება ისეთივეა, როგორც ეს Motorola Moto G8 Plus-ს ჰქონდა. თუ 91Mobiles-ს დავუჯერებთ, სმარტფონის შემადგენლობაში მთავარი 48-მეგაპიქსელიანი და 117-გრადუსიანი ფართოკუთხოვანი კამერები შევა. აქვეა ორი სხვა კამერაც, თუმცა მათი დანიშნულება და მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. 48 მეგაპიქსელიანი სენსორის მარჯვნივ კი LED განათებას ვხედავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, Motorola Moto G Stylus-ს 6,3 ან 6,4-ინჩიანი ეკრანი ექნება. პროცესორად კი Snapdragon-ის მე-6 სერიის პროცესორს შევხვდებით, ჩემი ვარაუდით ეს Snapdragon 665 იქნება. სმარტფონის 4-გეგაბაიტიანი ოპერატიული და 128გბ-იანი შიდა მეხსიერება ექნება.

როგორც ჩანს, მოტოროლამ Galaxy Note 10 Lite-ის კონკურენტობა გადაწყვიტა, რაც ჩემი აზრით, არარეალურია.

თუმცა ბიუჯეტურ სეგმენტში სტილუსიანი სმარტფონის გამოჩენა ნამდვილად მისასალმებელია.